ფაჩულია "გოლდენ სტეიტში" - რატომ არჩია ზაზამ ფულს საჩემპიონო პერსპექტივა

AutoSharing Option
4 ივლისს ზაზა ფაჩულია 1-წლიან კონტრაქტზე შეუთანხმდა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ფინალისტ "გოლდენ სტეიტ უორიორსს". ის სეზონში 2,9 მილიონ დოლარს მიიღებს.

- Sbnation: ზაზა ფაჩულია "გოლდენ სტეიტის" კალათბურთელია!

მოლოდინი და რეალობა
1-ელ ივლისს NBA-ს თავისუფალ აგენტთა ბაზარი გაიხსნა. გუნდები კალათბურთელებს ოფიციალურად 7 ივლისიდან გაიფორმებენ. რამდენიმე ფაქტორის გამო ჩვენ ველოდით ქართული სპორტის ისტორიაში ყველაზე "ძვირ" ტრანსფერს, რომელიც არ შედგა.

ასოციაციაში, ზოგადად, კარგი ცენტრების დეფიციტია, ცენტრი უფრო ძვირად ფასობს (აქ ვგულისხმობთ ხელფასს), ვიდრე სხვა პოზიციის კალათბურთელი.

ამიტომაც, როგორც კი თავისუფალ აგენტთა ბაზარი გაიხსნა, გუნდებმა
ეგრევე დაიტაცეს ძლიერი ცენტრები და 4 ივლისისთვის მხოლოდ ორი ცენტრი თუ დაიკვეხნიდა ბაზარზე, რომ სასტარტოში თამაშის გამოცდილება აქვს - ფაჩულია და პაუ გასოლი.

სწორედ ამის გამო ასოციაციის ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ "დალასში" თავის გამოჩენის შემდეგ ქართველი ცენტრის კონტრაქტი თითქმის უნდა გაორმაგებულიყო - ზაზა კი "დალასში" სეზონში 5,2 მილიონ დოლარს იღებდა (სწორედ ეს არის ქართული სპორტის ისტორიაში ყველაზე მსუყე კონტრაქტი).

ახლახან ერთ-ერთი ექსპერტი წერდა, რომ "დალასს" შანსი გაუჩნდა, ზაზას მოლაპარაკებოდა და თუ მასთან მოკლევადიან კონტრაქტს გააფორმებდნენ, ქართველი დაახლოებით 10 მილიონ დოლარზე დათანხმდებოდა.

ყველანაირი სიტუაცია ზაზას სასარგებლოდ იყო. მას შეეძლო მოენახა ასოციაციის უმოტივაციო გუნდი, სადაც სათადარიგო ცენტრად მშვიდად ითამაშებდა და სამმაგს მიიღებდა, ვიდრე ახლა მიიღებს საჩემპიონოდ გამზადებულ "გოლდენს სტეიტში", სადაც დიდი ალბათობით, სასტარტო ცენტრი იქნება!

ფაჩულიას პერსპექტივა
ასოციაციის ფინალში ("კლივლენდთან" მარცხში) "გოლდენ სტეიტში" ცენტრის პოზიციაზე ფესტუს ეზელი იწყებდა, სათადარიგო იყო ანდერსონ ვარეჟაო და მარის სპეიტსი, თითქმის არ თამაშობდა ენდრიუ ბოგუტი, ხშირად ფორვარდი დრეიმონდ გრინი იდგა ცენტრზე.

ბოგუტი "დალასში" მიდის, ეზელი - "პორტლენდში", სპეიტსი თავისუფალი აგენტია, რომლის შენარჩუნება კლუბს სურს, ისევე, როგორც ვარეჟაოც. "გოლდენ სტეიტმა" დრაფტზე აიყვანა დემიან ჯოუნსი.

სწორედ ამ მონაცემებით, ზაზა ფაჩულია "გოლდენ სტეიტის" სასტარტო ცენტრი უნდა იყოს!

წარმოიდგინეთ ვარსკვლავური კლუბის სავარაუდო სასტარტო ხუთეული: სტეფ კარი, კლეი ტომპსონი, კევინ დურანტი, დრეიმონდ გრინი, ზაზა ფაჩულია!

ფაჩულია ერთადერთია ამ ხუთეულში, რომელიც "ოლ სტარში" არ მონაწილეობდა.

"გოლდენ სტეიტის" პერსპექტივა
"გოლდენ სტეიტი" თითქმის ყველა ძირითადი მაჩვენებელით პირველ ადგილზე იყო ასოციაციაში (ქულები, სროლების პროცენტული მაჩვენებლები, სამქულიანები), ერთი მოხსნებით იყო გუნდი მე-4 ლიგაში და ფაჩულიას მისვლით, შესაძლოა, ეს მაჩვენებელიც გამოსწორდეს.

დასკვნა - გუნდი ისევ ერთ-ერთი პირველი კანდიდატია ჩემპიონობის, დურანტის მისვლით, კი ალბათ, მთავარი კანდიდატიც.

რას წერენ ზაზას ტრანსფერზე
yahoo.com წერს: "გოლდენ სტეიტმა" იშოვა იაფი და ნაყოფიერი ცენტრი ზაზა ფაჩულია. იმის წყალობით, რომ დრეიმონდ გრინი ცენტრზე თამაშობს ხოლმე, ამ პოზიციაზე გუნდს ბევრი კალათბურთელის აყვანა არ სჭირდება.

მაგრამ ფაჩულია ჭკვიანური დანამატია 2015 წლის ჩემპიონებისთვის. ის კარგი მექულე და მომხსნელია. ძალიან ჭკვიანურად იცავს საკუთარ ფარს, მას შეუძლია ის როლი იტვირთოს, რომელიც ბოგუტს ჰქონდა, როცა ტრავმები არ აწუხებდა.

რა თქმა უნდა, ფაჩულია არ არის ისეთი დიდი შევსება გუნდისთვის, როგორც კევინ დურანტი, მაგრამ ფაჩულია არის კარგი პლუსი გუნდისთვის იმ პოზიციაზე, რომელზეც ყველაზე მეტად უჭირს".

სხვებისთვის სამაგალითო
ჩვენი მხრიდან კი ერთს დავამატებთ, რომ "ლელოს" ვერსიით, 2015 წლის საუკეთესო ქართველი სპორტსმენის ეს გადაწყვეტილება არის ნათელი მაგალითი, თუ როგორ უნდა მოიქცეს ნამდვილი პროფესიონალი.

ამერიკული კარიერის დაისისკენაც კი ზაზა ფაჩულიამ ბევრ ფულს სპორტული პერსპექტივა ამჯობინა.
მკითხველის კომენტარები / 23 /
Gaotsebuli vkitxulob komentarebs da msiamovnebs dadebiti toni rats zazas damsaxurebaa,jer katsi unda iko mere sxva danarcheni.gaixare chveno saamako Zaza shens lamaz ojaxtan ertad!
Dato
18:34 24-07-2016
0
ყველაზე ძვირ ტრანსფერს ველოდითო და რამდენი გადაიხადეს ზაზას ტრანსფერში ისიც გეცოდინებათ :)))))))) ეს არ არის ევროპული ფეხბურთი გენა. ტრანსფერებში ფულს არ იხდიან. შეიძლება გაცვალონ მოთამაშეები და მერე რაღაც მცირე თანხა დაუმატონ ერთმანეთს. ეგ ფეხბურთშია როცა სარფიანად ყიდიან მოთამაშეებს და თან ხელფასსაც უხდიან.
odala
19:10 11-07-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული