ვარიანტები ფაჩულიასთვის - "კლივლენდიდან" საქართველოს პრეზიდენტობამდე

AutoSharing Option
Trashtalk NBA-ს თავისუფალ აგენტებს წარადგენს, ვის როგორი შანსი აქვს საკალათბურთო კარიერის გაგრძელების. ინტერნეტგამოცემამ ამჯერად ზაზა ფაჩულია წარადგინა.

აღსანიშნავია, რომ წყარო ანალიზს ხშირად იუმორს უზავებს. მაგალითად, ზაზას ბოლო კონტრაქტს 5,2 მილიონ დოლარს სეზონში საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტზე მეტად ასაღებს.

ხოლო ფაჩულიას კარიერის ერთ-ერთ ვარიანტად ასახელებს პოლიტიკაში წასვლას - თითქოს, "ოლ სტარის" დროს ქართველთა ხმების სამადლიეროდ, ფაჩულია შინ დაბრუნდება, რომ გახდეს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის პრეზიდენტი.

"ზაფხულის ბაზრობის გახსნამდე დღეები რჩება. ჩვენ მიმოვიხილავთ მთავარ თავისუფალ აგენტებს ალ ჰორფორდიდან ზაზა ფაჩულიამდე. ზაზა ფაჩულიას შემთხვევაში, მთავარი
ეპიზოდი გასულ სეზონში ის იყო, რომ ის კინაღამ "ოლ სტარის" მონაწილე გახდა".

როგორც ჩანს, ქართველ ცენტრს კარიერის გაგრძელების ვარიანტები საკმაოდ ექნება.

ვარიანტები ზაზა ფაჩულიასთვის:

1. თუ "დალასი" ვერ აიყვანს დუაიტ ჰოვარდს, რომელიმე ტოპ-ცენტრს, ზაზას შეუძლია მშვიდად განაგრძოს კარიერა "მავერიკსში".

2. იმ შემთხვევაშიც კი, თუ "დალასში" ახალი სასტარტო ცენტრი იქნება, ფაჩულიას შეუძლია სათადარიგოს როლი იტვირთოს.

3. "იუტაში" გადასვლა - მისი გამოცდილება და პროფესიონალიზმი გამოადგებათ შედარებით ახალგაზრდა თანაგუნდელებს. კინ სნაიდერის გუნდი კი, ძირითადად, ახალგაზრდულია.

4. "კლიპერსში" გადასვლა - სადაც ის დეანდრე ჯორდანს შეცვლის.

5. "კავალიერსის" როტაციაში მოხვედრა - ტიმოფეი მოზგოვის ნაცვლად.

6. გამოცდილების მიტანა "ბოსტონ სელტიკსში".

7. რობერტ საკრეს კონკურენტად მისვლა "ლეიკერსში".
მკითხველის კომენტარები / 9 /
შემოგევლოს მატუშკა როსია
დათო-s
15:56 22-06-2016
0
უსაზისღრესი, სხვა ქვეყნების დამმონებელი ეს ა-მ-ე-რ-ი-კ-ა-ა, რიოთ ვერ მიხვდა მსოფლიო.
დათო
10:33 20-06-2016
0

სიახლეები პოპულარული