RealGM: ზაზა ფაჩულია "დალასში" დარჩება, ოღონდ სათადარიგო ცენტრად

AutoSharing Option
RealGM-მა "დალას მავერიკსის" სიტუაციის ანალიზი შემოგვთავაზა, რომლის მიხედვითაც, არის შანსი, რომ ზაზა ფაჩულიამ კარიერა ისევ "დალასში" გააგრძელოს.

"ზაზა ფაჩულიამ ამ სეზონში "დალასს" მისცა ყველაფერი არაფრის ფასად. ის საშუალოდ თითქმის ყოველ მატჩში ორმაგ დუბლს აკეთებდა. მისთვის დამახასიათებლად კარგად თამაშობდა დაცვაში და შეტევაშიც ყოჩაღობდა. გამოამჟღავნა ლიდერის თვისებები და აქცენტს თამაშისას მუდამ მის ძლიერ მხარეებზე აკეთებდა. ვფიქრობთ, ზაზას კიდევ დარჩა კარიერაში პროდუქტიული წლები", - ვკითხულობთ ანალიზში.

"გუნდი, ალბათ, ისევ ითანამშრომლებს ფაჩულიასთან, ოღონდ ამჯერად ახალ როლში - ფაჩულია იქნება სათადარიგო ცენტრი. თავად ზაზა ბედნიერია
"დალასში", ეს კი მასთან კონტრაქტის გაფორმებას გააიოლებს. როდესაც "დალასი" ნოვიცკისთან მოაგვარებს საკითხს, დარჩენილი ბიუჯეტით შეეძლება ფაჩულიას გაფორმება. ხოლო მთავარ ცენტრად ყველაზე მეტად დუაიტ ჰოვარდის კანდიდატურა მოჩანს", - მოვლენათა ასეთ განვითარებას ვარაუდობს ანალიზი.
მკითხველის კომენტარები / 2 /
წარმატებები ზაზა
ქუთათური
10:06 26-05-2016
0
ზაზას ვუსურვებ წარმატებებს...
ვამაყობთ ასეთი ქართველით...

პატივისცემით...
joni
22:25 25-05-2016
0

სიახლეები პოპულარული