ზაზა ფაჩულიამ NBA-ს ახალ სეზონში შესაძლოა, გაორმაგებული კონტრაქტი მიიღოს

AutoSharing Option
მართალია, "დეტროიტ პისტონსი" პლეი ოფის პირველივე წრეში დამარცხდა, მაგრამ სტენ ვან განდის გუნდის გამოსვლას წარმატებული ეთქმის, რადგან გუნდი პლეი ოფში ბოლო 7 წლის განმავლობაში პირველად მოხვდა. "დეტროიტით" კი იმიტომ დავინტერესდით, რომ bleacherreport.com-ის ინფორმაციით, ზაფხულში გუნდი თავისუფალ აგენტებში გამთამაშებელსა და ცენტრს ეძებს.

"დეტროიტს" ანდრე დრამონდის კარგი შემცვლელი სჭირდება, რადგან ამ როლს არონ ბეინესი თავს კარგად ვერ ართმევს.

"თავისუფალ აგენტებში ვარსკვლავებს "დეტროიტი" ალბათ, ვერ შეწვდება, მაგრამ დაახლოებით 10 მილიონ დოლარად შესაძლებელია ზაზა ფაჩულიას აყვანა", - წერს საიტი.

ზაზა ფაჩულიას ალტერნატივად კი საიტი
ბისმარკ ბიომბოსა
და ტიმოფეი მოზგოვს სახავს.

შეგახსენებთ, რომ "დალასში" ზაზას კონტრაქტი სეზონზე 5,2 მილიონ დოლარს შეადგენდა, თუმცა მან კარგი თამაშით, სამომავლოდ უფრო სარფიანი კონტრაქტის გაფორმების შანსი მიიღო.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ყოჩაღ ზაზა,ასე გააგრძელე
მერა
11:00 07-05-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული