გიორგი შერმადინი შეუჩერებელია - 26 ქულა და მატჩის MVP! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გიორგი შერმადინის შედეგიანი თამაში. ქართველი ცენტრის შედეგიანი გარჯის წყალობით "ანდორამ" ესპანეთის ჩემპიონატის უმაღლეს დივიზიონში "ხუვენტუდს" 96:65 სძლია.

შერმადინი ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო. ქართველმა ცენტრმა 26 ქულა და 5 მოხსნა დააგროვა, ხოლო მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი არათუ ამ მატჩში, ზოგადად, მთელი ტურის მატჩებში გამორჩეული იყო.

დიდი შანსია, შერმადინი ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდეს, რადგან მისი ზოგადი მონაგარი ტურში აქამდე გამართულ ყველა მატჩში საუკეთესოა.

შერმადინის შემდეგ ანდორელთაგან გამორჩეული შედეგი ლიკა ბოგდანოვიჩმა დააფიქსირა 13 ქულით, ხოლო დევიდ ნავარომ და ბენიტო გომესმა 12-12 ქულა
მიითვალეს.

12 მოგებითა და 18 მარცხით "ანდორა" ცხრილში მე-11 ადგილზეა. მორიგ ტურში, 8 მაისს, "ანდორა ტრავმირებული თორნიკე შენგელიას "ლაბორალ კუჩას" უმასპინძლებს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
yochag shermadini :დ
saba
13:39 02-05-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული