გიორგი ცინცაძის 7 ქულა და 4 პასი "ნანტერთან" მატჩში

AutoSharing Option
გიორგი ცინცაძის "რუანმა" მორიგი ტურის მატჩი წააგო და საფრანგეთის უმაღლეს ლიგაში დარჩენის შანსი დაკარგა.

რუანელებმა "ნანტერს" უმასპინძლეს და 10 ქულით - 70:80 წააგეს. რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურია, ბოლოსწინა ადგილზე მყოფი "რუანი" კი უახლოეს გუნდს 3 ქულით ჩამორჩება. უმაღლესი ლიგიდან ბოლო 2 გუნდი ვარდება.

ქართველმა უკანახაზელმა "ნანტერთან" საკმაოდ დიდხანს და შედეგიანად ითამაშა. ცინცაძემ მოედანზე 22 წუთი დაჰყო და 7 ქულა და 4 პასი მიითვალა. გიორგიმ 2-დან 1 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 3 პერსონალური
ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ. მასპინძელთა გუნდში საუკეთესო გერშონ იაბუსელე იყო, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა და თავი 23 ქულას მოუყარა.

რუანელებს 32 ტურის თავზე მხოლოდ 6 მოგება აქვთ და რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტურში, 7 მაისს, "პო ორტეზს" შეხვდებიან.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული