rotoworld.com: ფაჩულია ძირითადში უნდა იყოს - ის მეჯრიზე უკეთესია

AutoSharing Option
NBA-ს პლეი ოფის I წრეში "დალასი" "ოკლაჰომასთან" სერიას 0:1-ს აგებს. ზაზა ფაჩულიამ პირველი თამაში სათადარიგოთა სკამზე დაიწყო, მაგრამა rotoworld.com-ი მიიჩნევს, რომ ეს არასწორი გადაწყვეტილება იყო და უნდა შეიცვალოს.

"შაბათს ზაზა ფაჩულიამ სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და 21 წუთში 5 ქულა, 6 მოხსნა და ორ-ორი პასი და ჩაჭრა დააგროვა. მას კარგად ნამდვილად არ უთამაშია, მაგრამ უკეთესი იყო, ვიდრე სალაჰ მეჯრი. ამიტომ ზაზამ თავისი შანსი მეორე თამაშში აუცილებლად უნდა მიიღოს. მით უფრო, რომ, როგორც ჩანს, დევიდ ლი ამ სერიაში მონაწილეობას საერთოდ ვერ მიიღებს",
- წერს საიტი.

dallasnews.com-ი ვარაუდობს, რომ ლოგიკური იქნება, თუ ცენტრთან დაკავშირებული ექსპერიმენტის შემდეგ მწვრთნელი სასტარტოში ზაზა ფაჩულიას დააბრუნებს.

ამერიკული მედია ერთ საკითხში თანხმდება - "დალას მავერიკსი" პლე ოფში გასვლითაც კმაყოფილია და მას "ოკლაჰომასთან" სერიაში შანსი არ აქვს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული