ვინ იქნება დამნაშავე, თუ "დალასი" პლეი ოფში ვერ გავა

AutoSharing Option
nbcdfw.com წერს, რომ "დალას მავერიკსი" რისკავს, რომ პლეი ოფს მიღმა დარჩეს. "საკრამენტოსთან" წაგების შემდეგ გუნდი მეცხრე ადგილზეა და "ჰიუსტონს" ნახევარი თამაშით ჩამორჩება.

"დალასმა" სრულად გაანიავა უპირატესობა, რაც კონფერენციის მეშვიდე და მერვე გუნდებთან ჰქონდა, ბოლო 12 მატჩიდან 10 წააგო. თუ კარლაილის გუნდი პლეი ოფში ვერ მოხვდა, ეს ტექსასური გუნდისთვის ბოლო 16 სეზონში მხოლოდ მეორე შემთხვევა იქნება.

თავი ვერაფრით გამოიჩინა ზაზა ფაჩულიამ, რომელმაც სულ 2 ქულა ჩააგდო და მეორე მეოთხედში ტექნიკური ფოლი მიიღო.

"საკრამენტოსთან" წაგების ერთ-ერთ მიზეზად
აღინიშნა დემარკუს კაზინსის დიდებული თამაში "დალასის" ცენტრების წინააღმდეგ: "მან განსაკუთრებით ზაზა დაჩაგრა, რის გამოც ფაჩულიამ ტექნიკურიც კი მიიღო და მერე არც გამოჩენილა", - წერს mavsmoneyball.com.

შესაძლოა, სულაც არ იყოს დამთხვევა, რომ რაც "დალასის" მწვრთნელმა რიკ კარლაილმა გადაწყვიტა, სათამაშო სქემის გადაწყობა "დაბალ" შემადგენლობაზე - სასტარტო შემადგენლობიდან მანამდე შესანიშნავად მოთამაშე ფაჩულია ამოაგდო, დირკ ნოვიცკი ცენტრად გადასწია და სასტარტოს გამთამაშებელი დაამატა, მას მერე გუნდმა შედეგები მკვეთრად გააუარესა. 

ამასთან ერთად, ზაზას წუთები ახალშემატებულმა ცენტრმა დევიდ ლიმაც წაართვა. ამერიკული მედიაც იმავეს წერს, წლეულს "დალასში" მხოლოდ ეს ორი რამ შეიცვალა.

შედეგად, ზაზა ფორმიდან ამოვარდა და სტაბილურობა დაკარგა, წინა მატჩში ორმაგ დუბლს ასეთი სუსტი თამაში დაურთო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული