სატრანსფერო სიახლეები
ყველაზე კითხვადი სტატიები
არქივის კალენდარი
«« დეკემბერი 2016 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ზაზა ფაჩულიამ შესაძლოა "დალასის" სასტარტოში ადგილი დაკარგოს
15:28 09-03-2016
ზაზა ფაჩულიას "დალას მავერიკსთან" ერთად შესანიშნავი სეზონი აქვს, ქართველის ანგარიშზე 24 ორმაგი დუბლია, რაც მის კარიერაში საუკეთესო შედეგია.

მაგრამ ბოლო დროს ზაზა ცოტას თამაშობს და არცთუ შედეგიანად. "ყველა ვარსკვლავის" მატჩის მერე მის ანგარიშზე მხოლოდ ორი ორმაგი დუბლია. "კლიპერსთან" მარცხში ფაჩულია
You must have Flash Player installed in order to see this player.
გუნდს მხოლოდ 2 ქულითა და 8 მოხსნით შეეშველა, მან მხოლოდ 15 წუთი ითამაშა.

როგორც "დალასის" თავკაცი რიკ კარლაილი ამბობს, ქართველმა ცენტრმა შესაძლოა, სასტარტოში ადგილიც დაკარგოს, ახალწვეულ დევიდ ლის სასარგებლოდ:

"ლი ძალიან ცდილობს დაეხმაროს გუნდს, მაგრამ ვფიქრობ, საჭიროა, რომ ზაზამ დაიწყოს თამაში ისეთი მეტოქეების წინააღმდეგ, რომელთაც მაღალი ცენტრები ჰყავთ, რათა გუნდმა ფარქვეშ ფიზიკურად არ წააგოს. ასე რომ, ჩვენ მოწინააღმდეგის მიხედვით შევარჩევთ შემადგენლობას".

ლი საშუალოდ 11,6 ქულასა და 8,9 მოხსნას აკეთებს "დალასში".

წყაროს ინფორმაციით, დარჩენილი მატჩების უმეტესობას ისევ ფაჩულია დაიწყებს, მაგრამ იქნება თამაშები, სადაც სასტარტო ცენტრი ლი იქნება.

"დალასს" მომდევნო შეხვედრა თბილისის დროით 10 მარტს, "დეტროიტთან" უწევს, რომლის ცენტრი ანდრე დრამონდია. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში ფაჩულიას ალტერნატივა არ ჰყავს, რადგან ტანდაბალ ლის ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრთან ფარქვეშ ბრძოლაში შანსი არა აქვს.
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.