ზაზა ფაჩულიას 24-ე ორმაგი დუბლი და გამარჯვება "ორლანდოსთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ NBA-ს მიმდინარე რეგულარულ ჩემპიონატში 24-ე ორმაგი დუბლი შეასრულა.

თბილისის დროით 2 მარტს, გამთენიისას გამართულ შეხვედრაში ქართველი ცენტრის გუნდმა "დალას მავერიკსმა" შინ "ორლანდო" მიიღო და მეტოქე ანგარიშით 121:108 დაამარცხა. დალასელებმა თავიდანვე ხელთ იგდეს უპირატესობა და მეტოქეს მხოლოდ ბოლო მეოთხედი დაუთმეს, რითაც ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმეს.

ზაზამ თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო, მოედანზე გატარებულ 30:52 წთ-ში კი 17 ქულა, 10 მოხსნა, 2 პასი და თითო დაფარება და ჩაჭრა მიითვალა. ფაჩულიამ 8-იდან 6 ორქულიანი და 5-იდან ხუთი საჯარიმო
ჩააგდო. ქართველის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 22-ს მიაღწია. ამ მაჩვენებლით მასზე უკეთესი მხოლოდ დალასელი ვესლი მეთიუზი იყო (23), რომელმაც 21 ქულა ჩააგდო.

19 ქულაა დირკ ნოვიცკის ანგარიშზე. ფაჩულიას მსგავსად, 17-17 ქულა მოაგროვეს ჩანდლერ პერსონსმა და ჯეიჯეი ბარეამ.

"დალასი" დასავლეთ კონფერენციაში კვლავ "პორტლენდთან" იყოფს 6-7 ადგილებს. ორივე გუნდს 33 მოგება და 28 მარცხი აქვს.  მომდევნო შეხვედრას ზაზას გუნდი 4 მარტს, შინ "საკრამენტოსთან" ჩაატარებს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
პირისაგან მიწისა აღგავა მეორე ტაიმში ვუჩევიჩი :) კარგი თამაში ჰქონდა კაპიტანს
papa
14:29 02-03-2016
0
ოოო ეს მინდოდა მეეეე!!!! გმადლობთ ყურადღებისათვის.
0

სიახლეები პოპულარული