ზაზა ფაჩულიას "დალასში" ახალი შემცვლელი ჰყავს - დევიდ ლი

AutoSharing Option
გუშინ "დალას მავერიკსმა" ვეტერანი დევიდ ლი დაიმატა, რომელსაც 4 და 5 ნომერზე თამაში ერთნაირად კარგად შეუძლია.

ახლა "დალასი" ფარქვეშ სრულყოფილად არის დაკომპლექტებული - სტარტერებს დირკ ნოვიცკისა და ზაზა ფაჩულიას, სკამიდან ლი, სალაჰ მეჯრი, ჩარლი ვილანუევა, დუაიტ პაუელი და ჯავალ მაკგი დაეხმარებიან.

"წუთებს არავინ შემპირებია. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ ვითამაშებ", - განაცხადა ლიმ, რომელიც ამ სეზონში "სელტიკსში" თამაშობდა.

დააკლდება თუ არა ზაზას წუთები ლის მოსვლის გამო? სავარაუდოდ, არა, რადგან ლი ორივე პოზიციაზე კარგად თამაშობს და ის უფრო სათადარიგო კალათბურთელებს
წაართმევს წუთებს.