ნეტავ მეც თქვენთან ვყოფილიყავი - თორნიკე შენგელია თანაგუნდელებმა გაამხნევეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "ლაბორალ კუჩას" კალათბურთელმა თორნიკე შენგელიამ ქალაქ ვიტორიის კლინიკაში მენისკის ოპერაცია გაიკეთა.

აღსანიშნავია, რომ "ლაბორალ კუჩას" ოფიციალურმა გვერდმა ვიდეო გაავრცელა, სადაც ქართველ კალათბურთელს თანაგუნდელები ამხნევებენ. ვიდეო სოციალურ ქსელში თავის გვერდზე შენგელიამაც გააზიარა.

"მეგობრებო, დიდი მადლობა გამხნევებისთვის. ამ ვიდეოს მეშვეობით ჩემი დღე შედგა. ნეტავ, მეც ჩემს მეგობრებთან ერთად ვყოფილიყავი. წარმატებებს გისურვებთ ყველა შეხვედრაში. თქვენი მჯერა", - წერს შენგელია თავის გვერდზე.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული