სატრანსფერო სიახლეები
ყველაზე კითხვადი სტატიები
არქივის კალენდარი
ეს ის არ არის, რაც გგონიათ - ზაზა ფაჩულია პარსონსთან გაწევ-გამოწევაზე [VIDEO]
13:40 20-02-2016
PLAYER_GET_VIDEOFLASH
20 თებერვალს, ფლორიდაში გამართული "ორლანდო"-"დალასის" შეხვედრის ერთ ეპიზოდში, ზაზა ფაჩულიასა და მის თანაგუნდელ ჩანდლერ პარსონს შორის გაწევ-გამოწევა მოხდა.

თამაშის შემდეგ ამაზე კომენტარი ორივე კალათბურთელმა გააკეთა.

"კალათბურთი აზარტული თამაშია და ის გარკვეულ ემოციას იწვევს, რაც ჩვეულებრივი ამბავია. მთავარია, მეც და ზაზამაც ვიცით, რომ ჩვენში პირადული არაფერია და ორივეს გამარჯვება გვსურდა", - აღნიშნა პარსონმა.

"არაფერი მომხდარა, მეგობრებო, არაფერი. დამიჯერეთ, ეს ის არ არის, რაც თქვენ გგონიათ. უბრალოდ, ჩვენ ვლაპარაკობდით. ორივეს გამარჯვება გვსურდა", - თქვა ფაჩულიამ.

"ორლანდოსთან" შეხვედრაში ქართველმა ცენტრმა სეზონის 23-ე ორმაგი დუბლი შეასრულა, თუმცა მისი გუნდი "დალას მავერიკსი" ოვერტაიმში 104:110 დამარცხდა.
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.