სატრანსფერო სიახლეები
არქივის კალენდარი
hoopshabit.com: ზაფხულში ზაზა ფაჩულია უკეთეს კონტრაქტს სხვა გუნდში მიიღებს
17:35 16-02-2016
hoopshabit.com ზაფხულში დუაიტ ჰოვარდის "დალას მავერიკსში" მისვლის ალბათობაზე წერს. ამ სტატიაში ერთი თავი მთლიანად ზაზა ფაჩულიას სიტუაციას მიეძღვნა გუნდში.

"ამ სეზონში ზაზა ფაჩულიას თამაში სასიამოვნო სიურპრიზი იყო "მავერიკსისთვის". ის საშუალოდ ორმაგ დუბლს აკეთებს თამაშში, მისი ტრანსფერი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიგნებაა გუნდისთვის და დიდწილად, ფაჩულიას წყალობით არის "დალასი" ამჟამად დასავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე.

მაგრამ აქ ერთი პრობლემაა - მისი კონტრაქტი სეზონის ბოლოს სრულდება. ერთი შეხედვით, "მავერიკსმა" უნდა დაივიწყოს დუაიტ ჰოვარდი და ფაჩულიას გაუფორმოს სათანადო ხელშეკრულება, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცნობთ "მავერიკსს", მათი სტილი სულაც არ არის ასე მოქცევა.

შარშან მათ შეეძლოთ ტაისონ ჩენდლერის დაბრუნება, მაგრამ მალევე გამოეკიდნენ უფრო კაშკაშა ვარსკვლავს (დეანდრე ჯორდანი). ჯორდანი რამდენიმე დღე დალასშიც იმყოფებოდა, მაგრამ საბოლოოდ ეს გარიგება ფიასკოთი დასრულდა.

2011 წელს, საჩემპიონო გუნდის ფაქტობრივად დაშლის მერე, "დალასში" მოდაა, გუნდში კალათბურთელი დიდხანს არ გაჩერდეს, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად გამოადგა ის გუნდს (მაგალითად, მონტა ელისი).

თუკი ზაზა გააგრძელებს მაღალ დონეზე თამაშს, ზაფხულში ის, ლოგიკურად, კარგ ანაზღაურებას მოითხოვს.

ცენტრის პოზიცია ასოციაციაში ჭირს და NBA-ს ყველაზე მოგზაურ "მაღალს" სხვა ვარიანტებიც ბლომად ექნება. ჩავთვალოთ, რომ ზაზა ფაჩულია ახალ გუნდს იოლად იშოვის. "დალასში" კი ცენტრის პოზიციაზე ხვრელი გაჩნდება".

შეგახსენებთ, რომ ამჟამად ზაზა ფაჩულიას ხელფასი სეზონში 5,2 მილიონი დოლარია.
gakomo
18:18 16-02-2016
ღმერთმა ხელი მოუმართოს ზაზას. დაიმსახურა ნაღდად