სატრანსფერო სიახლეები
არქივის კალენდარი
ზაზა ფაჩულიამ "იუტასთან" 7 ქულა, 11 მოხსნა და 5 პასი მოაგროვა [VIDEO]
10:06 10-02-2016
PLAYER_GET_VIDEOFLASH
ზაზა ფაჩულიას "დალასმა" 10 თებერვალს NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგი მატჩი შინ "იუტასთან" გამართა და ოვერტაიმში ანგარიშით 119:121 დამარცხდა.

ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 41:25 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში 7 ქულა, 11 მოხსნა და 5 პასი დააგროვა, ხოლო ბურთი ორჯერ დაკარგა. ზაზამ 4-დან ერთი ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო.

აღსანიშნავია, რომ იუტელებმა ბურთი ორჯერ ჩააგდეს საფინალო სირენის თანხლებით. ჯერ ძირითადი დროის დასრულებასთან ერთად როდნი ჰუდმა მიითვალა გამთანაბრებელი სამქულიანი, ხოლო ოვერტაიმის საფინალო სირენის თანხლებით გორდონ ჰეივარდმა ჩააგდო.

ყველაზე მეტი მოხსნის ავტორი კვლავ ფაჩულია გახდა, ხოლო მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით, ქართველი ცენტრი (16) თანაგუნდელებში მხოლოდ რეიმონდ ფელტონს (23) ჩამორჩა, რომელმაც ამ მხრივ ორივე გუნდში საუკეთესო მაჩვენებელი აჩვენა.

ყველაზე მეტი, 29 ქულა შეხვედრაში იუტელმა როდნი ჰუდმა დააგროვა.

"იუტასთან" მატჩის შემდეგ "დალასს" 26 მარცხი და 29 გამარჯვება აქვს და ის დასავლეთ კონფერენციაში კვლავ მე-6 პოზიციაზეა.

მომდევნო შეხვედრას ფაჩულიას გუნდი სტუმრად "ორლანდო მეჯიქთან" 20 თებერვალს გამართავს.

აქვე გეტყვით, რომ დღეს საქართველოს ნაკრების კაპიტნისა და "დალასის" ცენტრის ზაზა ფაჩულიას დაბადების დღეა. ნაკრების კაპიტანს 32 წელი შეუსრულდა.
gizog
11:16 10-02-2016
ზაზა გილოცავ, სულ გამარჯვებული და გახარებული შეხვედროდე შენს დაბადების დღეებს ოჯახთან ერთად. გაიხარეეეეე!!!!