ნიკოლოზ ცქიტიშვილმა ლიბანის ჩემპიონატში მორიგი ორმაგი დუბლი გაიფორმა

AutoSharing Option
ნიკოლოზ ცქიტიშვილის მორიგი ორმაგი დუბლი ლიბანის ჩემპიონატში.

ქართველმა ფორვარდმა "ლუაიზესთან" მატჩში 23 ქულა და 19 მოხსნა მოაგროვა, მაგრამ მისმა შედეგიანობამ ვერც ამჯერად უშველა "ჩემპვილს", რომელიც 20 ქულის სხვაობით - 65:85 დამარცხდა.

ცქიტიშვილმა შეუცვლელად, 40 წუთი ითამაშა და 11-დან 8 ორქულიანი და 7-დან 7 საჯარიმო ჩააგდო, 3 სამიანი კი ააცილა. 23 ქულასა და 19 მოხსნასთან ერთად ნიკამ 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ცქიტიშვილის კვალზე 22 ქულა მოაგროვა როული მარშალმა, მაგრამ გაცილებით გუნდურად მოთამაშე ლუაიზელებთან "ჩემპვილი" ვერას გახდა.

1
მოგებითა და 7 მარცხით "ჩემპვილი" ცხრილის ბოლო, მე-9 საფეხურზე დაეშვა. ლიბანის ჩემპიონატში შესვენება გამოცხადდა და შემდეგი ტურის მატჩი 5 მარტს გაიმართება. ცქიტიშვილის გუნდი "ჰომენეტმენს" ესტუმრება.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგარი სტატისტიკაა. კარგი იქნება ევროპაში გადმოვიდეს. ნაკრებშიც გვჭირდება ეს კაცი. სადაც არ უნდა იყო ასეთ შედეგს ვერ დადებ თუ ძლიერი არ ხარ
ჩიკო
13:08 09-02-2016
0

სიახლეები პოპულარული