ზაზა ფაჩულია შესაძლოა, "დალას მავერიკსიდან" წავიდეს

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიას ერთ-ერთი საუკეთესო (თუ საუკეთესო არა) სეზონი აქვს NBA-ს კარიერაში, თუმცა mavsmoneyball.com-ის მიხედვით, ამ წარმატებულ სეზონს შესაძლოა, გაგრძელება აღარ მოჰყვეს და "დალასი" და ფაჩულია ერთმანეთს დაემშვიდობნენ.

ვეტერანი ცენტრი წელიწადში 5,2 მილიონ დოლარს იღებს და ის ზაფხულში ისედაც თავისუფალი აგენტი ხდება. თუმცა ყველაზე ლოგიკური იქნებოდა, თუკი ის ისევ ტეხასურ კლუბში გააგრძელებდა კარიერას, რომელსაც ასე წარმატებით მოერგო. მაგრამ ასე ფიქრობენ "დალასშიც"?

საიტის ინფორმაციით, შარშან დეანდრე ჯორდანის აყვანაზე ჩაფლავებული "დალასი" თადარიგს ახლავე იჭერს, ოღონდ სამიზნე დუაიტ ჰოვარდია. იმავე საიტის მტკიცებით, ზაზასთან ერთად
"დალასის" ვარსკვლავი ჩანდლერ პერსონსი თავის პოტენციალს ვერ ამჟღავნებს, რადგან ის ტემპის მოთამაშეა, ზაზა კი მშრომელი და მებრძოლი ცენტრია და პერსონის თამაშის სტილს ვერ ერგება.

"ახლა რომ თავისუფალ აგენტთა ბაზარი იხსნებოდეს, "დალასს" ჰოვარდის აყვანის შანსი არ ექნებოდა, მაგრამ ხუთი თვის მერე ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს.

პერსონსმა კარგად იცის, რომ სრული პოტენციალის გამოსავლენად სხვა მეწყვილე სჭირდება მოედანზე. ზაზა ფაჩულიას კი კონტრაქტი ზაფხულში ისედაც უსრულდება.

ძალიან დიდი ალბათობით, "დალასი" მასთან ურთიერთობას აღარ გააგრძელებს და აიყვანს ისეთ ცენტრს, რომელიც "პიკ-ნ-როლ" სტილის შეტევაზე მორგებული იქნება, რაც ასე მოსწონს თავად კარლაილსაც", - წერს საიტი.

სხვათა შორის, NBA-ში 18 თებერვლამდე შეიძლება გაცვლები. ზოგიერთი წყარო დედლაინამდე "დალასის" აქტიურობას არ გამორიცხავს.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ენტონი დევისითანა ბიჭები ადვილადაც არ იშოვება. დამეთანხმებით, სუფთა მონსტრია... არა მგონია სან-ანტონიომ ზაზა აიყვანოს და არც ზაზას უნდა აწყობდეს ძალიან...
zaza
11:57 06-02-2016
0
odalaaaaaaaa, მეტი საინტერესო ვერაფერი ნახე სტატიაშიი?
შაკო
10:34 06-02-2016
0

სიახლეები პოპულარული