სატრანსფერო სიახლეები
ყველაზე კითხვადი სტატიები
არქივის კალენდარი
ზაზა ფაჩულიას რეკორდები NBA-ში
17:23 04-02-2016
"მაიამისთან" შეხვედრაში ზაზა ფაჩულიამ 22-ე ორმაგი დუბლი მიითვალა, რაც ერთ სეზონში ორმაგი დუბლების მისი ახალი რეკორდია. 2005/06 წლების სეზონში ზაზამ "ატლანტაში" თამაშისას 21 ორმაგი დუბლი გააკეთა.

მოდი, NBA-ში ზაზას სხვა პერსონალური მიღწევებიც ვნახოთ:

საშუალოდ თამაშში
2015/16 წლების სეზონში ფაჩულია თამაშში საშუალოდ 10,3 ქულას, 11,0 მოხსნას (მესამე შედეგი ასოციაციაში), 1,9 პასს, 1,0 ჩაჭრას და 0,3 დაფარებას აკეთებს.

ქულებით საუკეთესო შედეგი ზაზას 2006/07 წლების სეზონში ჰქონდა (ისევ "ატლანტაში") - საშუალოდ 12,2 ქულა თამაშში.

მოხსნებში ზაზას საშუალო მაჩვენებელი 10-ზე მეტი არასოდეს ჰქონია აქამდე. მეორე მაჩვენებელი 7,9 მოხსნაა თამაშში (2005/06 და 2011/12 სეზონები). შარშანდელთან შედარებით, ზაზამ მოხსნებში 4,2 მოხსნით მოუმატა, ასეთი ზრდა კი იშვიათია, ზაზას ასაკში კი თითქმის, გამორიცხული.

პასებში საუკეთესო 2013/14 წლების სეზონი იყო (მილუოკი), როცა ის საშუალოდ 2,6 პასს აგროვებდა. დაფარებებში საუკეთესო მაჩვენებელი 0,5 იყო თამაშში (4 სეზონში). ჩაჭრებში კი - 1,1 (3 სეზონი).

კარიერა
კარიერაში ზაზა ფაჩულიას ანგარიშზე რეგულარულ სეზონში 6 183 ქულა, 5 117 მოხსნა, 1063 პასი, 622
You must have Flash Player installed in order to see this player.
ჩაჭრა და 304 დაფარებაა.

ამას ემატება 235 ქულა პლეი ოფში, 228 მოხსნით, 30 პასით, 21 ჩაჭრითა და 14 დაფარებით.

ერთ თამაშში
ყველაზე მეტი ქულა - 27 (2007 წელს)
ყველაზე მეტი ქულა სეზონში - 18
ყველაზე მეტი მოხსნა - 21 (2015 წელს ორჯერ)
ყველაზე მეტი მოხსნა სეზონში - 21 (2015 წლის დეკემბერში)
ყველაზე მეტი პასი - 10 (2014)
ყველაზე მეტი პასი სეზონში - 6
ყველაზე მეტი ჩაჭრა - 5 (2015 მარტი, 2015 აპრილი, 2016)
ყველაზე მეტი დაფარება - 3 (8-ჯერ)

სხვადასხვა
862 თამაში რეგულარულ სეზონში
364 - სასტარტო შემადგენლობაში
46 თამაში პლეი ოფში
7 - სასტარტო შემადგენლობაში
ორმაგი დუბლი კარიერაში - 102 რეგულარული + 2 პლეი ოფი
amk
07:46 05-02-2016
ქართულ პონტში დაწერილი სტატიაა. ნბა-ში მისი პერსონალური რეკორდ- ra sacodaobaa.


ესე ყველა ბავშვი 1 წლიდან დაწყებული თავის რელორდ აუმჯობესებს.


ნბა-ს რეკორდი რაც არის ისიც მოიყვანეთ....