თორნიკე შენგელიამ და "ლაბორალმა" ევროლიგაში "ბარსელონაც" გაამწარეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრების კალათბურთელის თორნიკე შენგელიას გუნდმა "ლაბორალ კუჩამ" ევროლიგაში ზედიზედ მეორე გრანდი დაამარცხა. გასულ ტურში მოსკოვის ცსკა-ს ძლევის შემდეგ ვიტორიელები კატალონიაში "ბარსელონას" შეხვდნენ და დრამატულ მატჩში, 3 ქულით დაამარცხეს.

შეხვედრის ბედი ძირითადმა დრომ ვერ გამოავლინა, ხოლო დამატებითი 5-წუთეულის შემდეგ შენგელიას გუნდის გამარჯვება დაფიქსირდა - 81:78.

შენგელია სასტარტო ხუთულში იყო და მოედანზე არასრული 30 წუთი გაატარა. ქართველმა ფორვარდმა 10-დან 5 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. საბოლოოდ თორნიკეს ანგარიშზე 11 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი და 2
ჩაჭრა დაგროვდა. შენგელიამ 2 ჯარიმა მიიღო, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, მის წინააღმდეგ კი მეტოქეები 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

ვიტორიელთაგან საუკეთესო იყო იანის ბურუსისი, რომელმაც 24 ქულა, 8 მოხსნა და 3 პასი დააგროვა. 17 ქულა დარიუს ადამსის ანგარიშზეა, ხოლო იაკა ბლაჟიჩმა გამარჯვებულებს 10 ქულა შესძინა. "ბარსელონაში" 21 ქულით ალექს აბრინესი გამოირჩა, ხოლო სტრატოს პერპეროღლუმ კატალონიელებს 10 ქულა მიაშველა.

5 ტურის შემდეგ 3 მოგებით შენგელიას გუნდი ჯგუფში II-IV ადგილებს ცსკა-სთან და მადრიდის "რეალთან" იყოფს. სწორედ სამეფო გუნდი იქნება "ლაბორალ კუჩას" მასპინძელი 5 თებერვალს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
https://videowin.ge/index/video?id=37163
ზაზა ფაჩულიას და ნიკოლა მიროტიჩის ჩხუბი თამაშის დროს
twist_twist
20:51 30-01-2016
0

სიახლეები პოპულარული