სატრანსფერო სიახლეები
ყველაზე კითხვადი სტატიები
არქივის კალენდარი
«« დეკემბერი 2016 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
NBA-ს "ყველა ვარსკვლავის" მატჩი ზაზა ფაჩულიას გარეშე ჩაივლის
04:06 29-01-2016
28 იანვარს NBA-ს მწვრთნელების მიერ შერჩეული "ყველა ვარსკვლავის" მატჩში მონაწილე სარეზერვო მოთამაშეები გამოვლინდა.

დასავლეთის კონფრენციაში, რომლის გუნდსაც გრეგ პოპოვიჩი გაწვრთნის, შემდეგი კალათბურთელები შეირჩა: კრის პოლი, ჯეიმს ჰარდენი, დრეიმონდ გრინი, ენტონი დევისი, კლეი თომპსონი, დემარკუს კაზინსი და ლამარკუს ოლდრიჯი.

როგორც ხედავთ, მწვრთნელებმა სარეზერვოებში ზაზა ფაჩულია არ აირჩიეს.

შეგახსენებთ, რომ ზაზა ფაჩულიას სულ რაღაც 14 ათასი ხმა დააკლდა და ის "ყველა ვარსკლავის" მატჩში მოხვდებოდა. თუმცა ზაზა მე-4 ადგილზე გავიდა ფორვარდებში და ბოლო იმედი მწვრთნელების ხმები იყო.

"ყველა ვარსკვლავის" მატჩი 14 თებერვალს ტორონტოში გაიმართება.

იხილეთ ინგლისური ვერსია - Zaza Pachulia not selected for NBA All Stars game

ჩიკო
18:24 29-01-2016
დაასრულოკ კარიერა თქო არ მისურვებია. ისეთი ტრავმა რო მიიღონ რო გამოტოვონ ოლსტარი არაფერი დაშავდება. ბოღმა კიდე რაშუაშია ჩემიანი მინდა რო იყოს ოლსტარში.
andria
15:33 29-01-2016
იქნებ ტრამვები მიიღონ??? )))) ღადაობ თუ რა ხდება??? )))