რას ამბობენ და როგორ ხუმრობენ ამერიკაში ზაზა ფაჩულიას ინციდენტზე [VIDEO]

AutoSharing Option
Washington post ეხმაურება ინციდენტს, რომელიც "სან ანტონიოსა" და "დალასის" შეხვედრაში მოხდა. სანანტონიოელთა მტკიცებით, ზაზა ფაჩულიამ უხეშად დაარღვია წესი ფარქვეშ პეტ მილსთან ორთაბრძოლაში.
იხილეთ ინციდენტის ვიდეო
Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ "სან ანტონიოს" ფრანგმა კალათბურთელმა ბორის დიაომ ამ ინციდენტის "მტკიცებულება" "ინსტაგრამზე" გამოამზეურა.

სხვათა შორის, ბოლოს ამ თემაზე ოხუნჯობა "სან ანტონიოს" კალათბურთელებმაც დაიწყეს. მაგალითად, მანუ ჯინობილი უწერს მილსს: "პეტი, როგორ გაიღვიძე ამ დილას?", მილსი კი პასუხობს: "ცოტა მტკივნეულია".
Sportall.Ge

"ვაშინგტონ პოსტი" წერს, რომ, თითქოს, კარმამ დასაჯაო, მომდევნო თამაშში ზაზა ფაჩულია
"სელტიკსის" ცენტრმა კელი ოლინიკმა მარცხენა ყურთან დაჩხაპნა.

ტიმ მაკმაჰონმა ზაზას დაზიანებული კისრის ფოტო "ტვიტერზე" გამოაქვეყნა ზაზას კომენტარით: "ასოციაციას უნდა შევატყობინო, რომ კალათბურთელებს ფრჩხილები დააჭრან".
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული