ბორის დიაომ "ინსტაგრამზე" ზაზა ფაჩულიას მამხილებელი ფოტო გამოაქვეყნა [PHOTO]

AutoSharing Option
"სან ანტონიოს" ფრანგმა ცენტრმა ბორის დიაომ "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ასახულია "დალასის" ქართველი ცენტრის, ზაზა ფაჩულიასა და პეტი მილსის ორთაბრძოლა მოხსნის მოპოვებისთვის.

ფრანგი თანაგუნდელს უბოდიშებს და წერს, რომ ეს არის უხეში ფოლი ზაზას მხრიდან.

"დიაო და მილსი მეგობრები არიან და, რა თქმა უნდა, ფრანგი თანაგუნდელს იცავს, თუმცა არც "სქრინშოთი" გამოიყურება კარგად. იმედია, ეს უბრალოდ უნებლიე ფოლი იყო და ამ მომენტის შემდეგ ზაზამ არაფერი მოიმოქმედა.

ჩვენ ძალიან გვეპარება ეჭვი, რომ ყველაზე
ყოჩაღი მსაჯიც კი შეამჩნევდა ამ ფოლს. ასე რომ, ჩვენი აზრით, ამაში ტექნიკურის მოთხოვნა ნამეტანია", - წერს uproxx.com.
Sportall.Ge
ასევე დაგაინტერესებთ