NBA ALL-STAR-ის ხმის მიცემის პროცედურა დასრულდა

AutoSharing Option
NBA ALL-STAR-ის ხმის მიცემის პროცედურა ჩვენი დროით 19 იანვარს, დილის 08:59 საათზე დასრულდა.

ხმების მიცემა მიმდინარეობდა NBA-ს ოფიციალური ვებგვერდით, "ფეისბუქით", "ტვიტერით", "გუგლ პლუსით" და "ინსტაგრამით".

შედეგები ჯერჯერობით უცნობია. აღმოსავლეთისა და დასავლეთის ვარსკვლავების გუნდების მონაწილეთა ვინაობა ოფიციალურად ტელეარხ TNT-ზე გამოცხადდება.

შეგახსენებთ, რომ "ყველა ვარსკვლავის" მატჩზე მოხვედრის შანსი პირველად აქვს ზაზა ფაჩულიას, რომელიც დასავლეთ კონფერენციის ფორვარდებში 299 584 ხმით მერვე ადგილზეა. "ოლ სტარში" სათამაშოდ საჭიროა სამეულში მოხვედრა.

ისტორიაში პირველად, NBA-ს ALL-STAR-ი აშშ-ის საზღვრებს მიღმა გაიმართება. აღმოსავლეთისა და დასავლეთის ვარსკვლავების მატჩი კანადაში, ტორონტოში
14 თებერვალს ჩატარდება.

ზაზა ფაჩულიაზე მეტი ინფორმაციის მისაღებად გამოიყენეთ ტეგი ზაზა ფაჩულია
ასევე დაგაინტერესებთ