სატრანსფერო სიახლეები
ყველაზე კითხვადი სტატიები
არქივის კალენდარი
«« დეკემბერი 2016 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
NBA ALL-STAR-ის ხმის მიცემის პროცედურა დასრულდა
11:00 19-01-2016
NBA ALL-STAR-ის ხმის მიცემის პროცედურა ჩვენი დროით 19 იანვარს, დილის 08:59 საათზე დასრულდა.

ხმების მიცემა მიმდინარეობდა NBA-ს ოფიციალური ვებგვერდით, "ფეისბუქით", "ტვიტერით", "გუგლ პლუსით" და "ინსტაგრამით".

შედეგები ჯერჯერობით უცნობია. აღმოსავლეთისა და დასავლეთის ვარსკვლავების გუნდების მონაწილეთა ვინაობა ოფიციალურად ტელეარხ TNT-ზე გამოცხადდება.

შეგახსენებთ, რომ "ყველა ვარსკვლავის" მატჩზე მოხვედრის შანსი პირველად აქვს ზაზა ფაჩულიას, რომელიც დასავლეთ კონფერენციის ფორვარდებში 299 584 ხმით მერვე ადგილზეა. "ოლ სტარში" სათამაშოდ საჭიროა სამეულში მოხვედრა.

ისტორიაში პირველად, NBA-ს ALL-STAR-ი აშშ-ის საზღვრებს მიღმა გაიმართება. აღმოსავლეთისა და დასავლეთის ვარსკვლავების მატჩი კანადაში, ტორონტოში 14 თებერვალს ჩატარდება.

ზაზა ფაჩულიაზე მეტი ინფორმაციის მისაღებად გამოიყენეთ ტეგი ზაზა ფაჩულია
vazha
11:11 19-01-2016
ვნახოთ ბერამ სხვა დაპირებებისავით თუ არ მოიტყუა კაი იქნება :)ყველა ვარიანტსჰი უნდა გავიდეს ქართველების ხმები თუ არ დაიკარგა