სატრანსფერო სიახლეები
არქივის კალენდარი
ზაზა ფაჩულიას 19 მოხსნა და გამარჯვება "ბოსტონ სელტიკთან" [VIDEO]
10:20 19-01-2016
ზაზა ფაჩულიას "დალასმა" NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგ შეხვედრაში "ბოსტონ სელტიკს" უმასპინძლა და ანგარიშით 118:113 დაამარცხა.

შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ, ანგარიშით 98:98 დასრულდა, ხოლო ოვერტაიმში უფრო მეტად დალასელებმა მოინდომეს და გამარჯვებაც მოიპოვეს.

აღსანიშნავია, რომ ძირითადი დროის დასრულებამდე წამებით ადრე ზაზას შეეძლო საქმე ოვერტაიმამდე მოემთავრებინა - მან საკუთარი ნახევრიდან ისროლა ბურთი, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია.
19.01.16. ზაზა ფაჩულია მოედნის საკუთარი ნახევრიდან შეეცადა ჩაგდებას
Sportall.Ge

ქართველი ცენტრი, ტრადიციისამებრ, სასტარტო ხუთეულში იყო და პარკეტზე 35:53 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ფაჩულიამ 5 ქულა, 19 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა, ბურთი კი ორჯერ დაკარგა. ფაჩულიამ ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე მეტი მოხსნა მიითვალა.
19.01.16. ზაზა ფაჩულიას ჩატენვა "სელტიკთან" მატჩში
Sportall.Ge

საუკეთესო შედეგი დირკ ნოვიცკიმ დააფიქსირა, რომელმაც 31 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა. 20 ქულა ჰქონდა დერონ უილიამსს, ხოლო 16 ჩანდლერ პერსონსს.
19.01.16. დალასი-ბოსტონი 118:113
Sportall.Ge

შემდეგ შეხვედრას "დალასი" 21 იანვარს შინ "მინესოტასთან" გამართავს. ამჟამად ფაჩულიას გუნდი 24 გამარჯვებითა და 19 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზე იმყოფება.

ზაზა ფაჩულიაზე მეტი ინფორმაციის მისაღებად გამოიყენეთ ტეგი ზაზა ფაჩულია
არტაგი
14:29 19-01-2016
"ნმ"-ს 19 მოხსნა როგორია?...
nm
12:06 19-01-2016
5 ქულა რაა