როდის სრულდება ხმების მიცემა NBA All-Star-ზე

AutoSharing Option
NBA All-Star-ის ხმის მიცემის პროცედურა დასასრულს უახლოვდება.

ასოციაციის ოფიციალური ვებგვერდით, "ფეისბუქით", "ტვიტერით", "გუგლ პლუსით", "ინსტაგრამითა" და კიდევ რამდენიმე სოციალური ქსელით ხმების მიცემა შეწყდება აშშ-ის აღმოსავლეთის დროით 18 იანვარს, საღამოს 11:59-ზე. თბილისის დროსთან სხვაობა 9 საათია. ასე რომ, საქართველოში ხმების მიცემა შეწყდება 19 იანვარს დილით, 08:59-ზე.

შეგახსენებთ, რომ "ყველა ვარსკვლავის" მატჩზე მოხვედრის შანსი პირველად აქვს ზაზა ფაჩულიას, რომელიც დასავლეთ კონფერენციის ფორვარდებში 299 584 ხმით მერვე ადგილზეა. "ოლ სტარში" სათამაშოდ საჭიროა
სამეულში მოხვედრა.

"ყველა ვარსკვლავის" მატჩი 14 თებერვალს კანადაში, ტორონტოში გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
არ დავნებდეთ და ბოლო წამამდე შევეცადოთ ქართველ კალათბურთელს მიეცეს შანსი კიდევ ერთხელ ასახელო საკუთარი ქვეყანა მსოფლიო მასშტაბით
BURATINO
20:41 18-01-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული