NBA All-Star-ის ახალი შედეგები: ზაზა ფაჩულია მიზანს 200 ათასი ხმით ჩამორჩება

AutoSharing Option
ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ კიდევ ერთხელ გამოაქვეყნა NBA All-Star-ის შუალედური შედეგები. ეს უკანასკნელად მოხდა, რადგან 4 დღეში არჩევნები დასრულდება.

ახალი შედეგების მიხედვით, ზაზა ფაჩულია დასავლეთ კონფერენციაში ისევ მერვე ადგილზეა ფორვარდებს შორის. ზაზას 299 584 ხმა აქვს. შეგახსენებთ, რომ "ყველა ვარსკვლავის" მატჩში სასტარტო ხუთეულში სათამაშოდ საჭიროა ფორვარდთა სამეულში მოხვედრა.

დასავლეთში ფორვარდთა სამეული ახლა ასეთია: 1. კობი ბრაიანტი - 1 533 432; 2. კევინ დურანტი - 774 782; 3. დრეიმონდ გრინი - 499 947.

როგორც ხედავთ, დარჩენილ ოთხ დღეში ზაზამ გრინთან 200-ათასიანი ჩამორჩენა
უნდა აღმოფხვრას.

NBA-ს ყველა ვარსკლავის მატჩი 14 თებერვალს, ტორონტოში გაიმართება.

ზაზა ფაჩულიაზე მეტი ინფორმაციის მისაღებად გამოიყენეთ ტეგი ზაზა ფაჩულია

იხილეთ ინგლისური ვერსია - Zaza Pachulia on the 8th place – 200 000 votes away from qualifying for NBA All-Star game

აღმოსავლეთის კონფერენცია
უკანა ხაზი
1. დუეინ უეიდი 736.732
2. კაირი ირვინგი 399.757
3. კაილ ლოური 367.472

წინა ხაზი
1. ლებრონ ჯეიმსი 830.345
2. პოლ ჯორჯი 569.947
3. კარმელო ენტონი 368.336

დასავლეთის კონფერენცია
უკანა ხაზი
1. სტეფ კარი 1.206.467
2. რასელ უესტბრუკი 609.901
3. კრის პოლი 410.284

წინა ხაზი
1. კობი ბრაიანტი 1.533.432
2. კევინ დურანტი 774.782
3. დრემონდ გრინი 499.947
4. კავაი ლეონარდი 487.626
5. ბლეიქ გრიფინი 396.630
6. ენტონი დევისი 326.070
7. ტიმ დანკანი 303.498
8. ზაზა ფაჩულია 299.584
9. დემარკუს კაზინსი 267.087.
მკითხველის კომენტარები / 33 /
Am statiit ra unda gavigot mere ra araprofesionalizmia sad weria aq sad midis chveni xmebi?????
Jariskaci
20:41 16-01-2016
0
Yvela logikit 2milionze meti xma unda hqondes zazas sworad rom xma migveca aqamde
Lasha
20:40 16-01-2016
0

სიახლეები პოპულარული