სატრანსფერო სიახლეები
არქივის კალენდარი
ამერიკელები: ფაჩულიაზე ჩვენმა შეფასებებმა ქართველები ძალიან გააბრაზა [VIDEO]
11:25 14-01-2016
PLAYER_GET_VIDEOFLASH
ამერიკელმა კომენტატორებმა შოუ The Starters-ში მორიგი გადაცემა მიუძღვნეს ზაზა ფაჩულიას.

ამჯერად მათ გაარკვიეს, თუ საიდან აქვს ქართველ ცენტრს ამდენი ხმა NBA ALL STAR-ის გამოკითხვის შუალედურ შედეგებში.

კომენტატორებმა ირონიითა და იუმორით განიხილეს ფაჩულიას შედეგები, თუმცა, ასევე, ბოდიშიც მოიხადეს და გადაწყვიტეს, ფაჩულიას კარიერის 5 საუკეთესო მომენტი შეეთავაზებინათ მაყურებლისთვის.

"წინა ჯერზე განვიხილეთ, როგორ არის საერთოდ შესაძლებელი, რომ 30 წლის ზაზა ფაჩულია, რომელიც არასდროს ახლოსაც კი არ ყოფილა "ოლ სტარში" მოსახვედრად, ახლა ასე მაღლა არის გამოკითხვის შედეგებში. უფრო მაღლაც კი, ვიდრე დემარკუს კაზინი, დუეინ ჰოვარდი და
დირკ ნოვიცკი.

ეს უმაღლესი ლიგაა, როგორ მოხდა ეს? ვინ გააკეთა ეს? საქართველომ? რამდენია მათი მოსახლეობის რაოდენობა? ოღონდ შტატის კი არა, ქვეყანა საქართველოსი?

როგორც ჩანს, ჩვენმა შეფასებებმა ძალიან გააბრაზა ქართველები. ჩვენი გვერდი აივსო კომენტარებით მათი მხრიდან და ათასობით ხმა კიდევ დაემატა ზაზას.


მაგრამ ზაზას საქართველოში ყველა უჭერს ხმას: ეს არის ქართული შოუ "ნიჭიერი" და თქვენ ხედავთ, ზაზას სახელი სცენაზე ჩანს. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "ტვიტერზე" დაწერა იგივე; ასევე, სამხედროებიც ერთად უჭერენ მას მხარს.

ჩვენ გადავწყვიტეთ, მოგვებოდიშებინა - რაღაც მხრივ და შევკრიბეთ მთელი მისი კარიერის 5 საუკეთესო მომენტი".

ზაზა ფაჩულიაზე მეტი ინფორმაციის მისაღებად გამოიყენეთ ტეგი ზაზა ფაჩულია

იხილეთ ინგლისური ვერსია - NBA TV show apologizes - "sort of" - for being sarcastic over Georgian center Zaza Pachulia
ლელა ვეკუა
01:24 16-01-2016
#NBAVOTE Zaza Pachulia
NBA
18:47 14-01-2016
ზაზას გამარჯვება დაარწმუნებს თვითეულ სპორტსმენს საქართველოში რომ შეუძლებელია არაფერია ქართველებისათვის
თქვენ გენაცვალეთ ყველას ვინც ზაზას მხარს უჭერს
#NBA ზაზა ფაჩულია