სატრანსფერო სიახლეები
ყველაზე კითხვადი სტატიები
არქივის კალენდარი
«« დეკემბერი 2016 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ზაზა ფაჩულიამ NBA-ს კარიერაში საიუბილეო, მე-100 ორმაგი დუბლი შეასრულა![VIDEO]
10:14 13-01-2016
"დალას მავერიკსის" დასანანი მარცხი აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერთან გასვლით მატჩში. ზაზა ფაჩულიამ კლივლენდში სეზონის მე-20 ორმაგი დუბლი მოიხვეჭა და აშკარად დაჯაბნა საკუთარი ოპონენტი ცენტრები, თუმცა, მთლიანობაში, გუნდმა დამატებით დროში, 3 ქულით - 107:110 წააგო.

აღსანიშნავია, რომ ფაჩულიამ NBA-ში კარიერის განმავლობაში რიგით მე-100 ორმაგი დუბლი გაიფორმა.

ქართველმა ცენტრმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე მთლიანობაში 32 წუთი გაატარა. ზაზა მაღალი შედეგიანობით ესროდა: 6-4 ორქულიანი და 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო.

14 ქულასთან ერთად ქართველმა ცენტრმა 12 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მიითვალა. ფაჩულიამ აშკარად
You must have Flash Player installed in order to see this player.
დაჯაბნა კლივლენდელი ცენტრი ტრისტან ტომპსონი, რომელმაც შეხვედრა 2 ქულით და 6 მოხსნით დაასრულა.

მასპინძელთა სათადარიგო ცენტრმა - რუსმა ტიმოფეი მოზგოვმა 10 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა. ტომპსონი და მოზგოვი ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ფაჩულიას წინააღმდეგ ბრძოლაში.

ზაზა ფაჩულიას ეფექტური პასი კლივლენდთან
Sportall.Ge

"დალასში" საუკეთესო შედეგი ჩენდლერ პერსონსმა დააფიქსირა, რომელმაც 25 ქულა მოაგროვა. 17 ქულით და 11 მოხსნით დაასრულა შეხვედრა დირკ ნოვიცკიმ, ხოლო გუნდის მესამე ორმაგი დუბლი დერონ უილიამსის ანგარიშზეა - 16 ქულა, 10 პასი. "კლივლენდს" 27 ქულით, 10 მოხსნით და 7 პასით ლებრონ ჯეიმსმა ულიდერა, კაირ ირვინმა კი "კლივლენდს" 22 ქულა და 9 პასი მიაშველა.
დალასი-კლივლენდი 107:110
Sportall.Ge

"კლივლენდთან" მატჩის შემდეგ "დალასი" ოკლაჰომა სიტიში გადაინაცვლებს, სადაც ჩვენი დროით ხვალ, გამთენიისას მორიგ მატჩს "სანდერთან" გამართავს. ფაჩულიას გუნდი დასავლეთ კონფერენციაში 22 მოგებითა და 17 მარცხით ისევ მე-5 ადგილზე იმყოფება.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
tato
19:07 13-01-2016
გაგვაგებინეთ როგორ მივცეთ ხმა ზაზას.
SOLO
11:29 13-01-2016
ხო რა მოხდა შეეშალა მაგრამ, რა პონტაში ტო ?)))