დირკ ნოვიცკიმ ზაზა ფაჩულიას წარმატების "საიდუმლო" გაამხილა [VIDEO]

AutoSharing Option
"დალას მავერიკსის" გერმანელმა სუპერვარსკვლავმა დირკ ნოვიცკიმ NBA-ს "ყველა ვარსკვლავის" მატჩის გამოკითხვის შედეგებში ზაზა ფაჩულიას წარმატების "საიდუმლო" გათქვა:

"ის იმსახურებს ამას. ზაზამ ყოველ ქართველს უთხრა, რომ მისთვის მიეცათ ხმა ყოველდღიურად. ძალიან მიხარია მისი წარმატების. ზაზა არა მარტო დაცვაშია ბრწყინვალე, არამედ შეტევაშიც მაღალი დონის ოსტატია.

მას პასის კულტურა აქვს. მოედანზე ზაზა ბევრ სასარგებლოს აკეთებს. ამიტომ ყველას გვიხარია, რომ ზაზა "დალასშია", - განუცხადა ნოვიცკიმ Fort Worth Star-Telegram-ს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ "ყველა ვარსკვლავის" მატჩში მონაწილეობის მისაღებად ზაზა ფაჩულიამ დასავლეთ კონფერენციის არჩევნებში ფორვარდთა შორის სამეულში
უნდა გააღწიოს, ახლა კი მე-8 ადგილზეა და ნოვიცკის 100 ათასი ხმით უსწრებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძვირფას დირკს ეშლება, ზაზას არცერთი ქართველისთვის არ უთხოვია ხმი მიცემა, ყველა ქართველი საკუთარი სურვილით აკეთებს ამას!
ლელი
23:49 12-01-2016
0

სიახლეები პოპულარული