სატრანსფერო სიახლეები
ყველაზე კითხვადი სტატიები
არქივის კალენდარი
«« დეკემბერი 2016 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
"მილუოკიმ" ფანების საქციელის გამო ზაზა ფაჩულიას ბოდიში მოუხადა
10:05 10-01-2016
9 იანვარს "დალასი" "მილუოკის" ესტუმრა და 95:96 წააგო. ეს პირველი შემთხვევა იყო, ტრეიდის შემდეგ, რაც ზაზა ფაჩულია მილუოკიში სათამაშოდ ჩავიდა.

მან 9 ქულა და 15 მოხსნა დააგროვა. ელოდნენ, რომ "ბაქსის" გულშემატკივრები მას თბილად დახვდებოდნენ, მაგრამ მათმა ნაწილმა ზაზა შეძახილებით წყობიდან გამოიყვანა. ისინი ფაჩულიას უყვიროდნენ: "დაჯექი ზაზა".

"squad 6  თუ რაც გქვიათ, თქვენ ბიჭებო ნამდვილი უკლასო იდიოტები ხართ", - დაწერა ზაზამ "ტვიტერზე".

ზაზას ამ პოსტს "მილუოკის" ოფიციალური "ტვიტერის" გვერდი გამოეხმაურა: "ჩვენ ძალიან გვიყვარხარ ზაზა მილუოკიში. ისინი ჩვენი ფანების წარმომადგენლები არ არიან და ჩვენ მათ ნაცვლად გიხდით ბოდიშს".

Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
ზაზა ფაჩულიას 9 ქულა და 15 მოხსნა მილუოკიში ქულით წაგებულ მატჩში [VIDEO]
irakli
09:26 11-01-2016
ამას ქვია სპორტული კულტურა. ნეტავ ჩვენთან როდის შემოვა ის?
taziko
23:25 10-01-2016
ზაზა მიყვარხარ ძალიან მაგარი ხარ წარმატებებიიიი