"დღეს, როგორც არასდროს, ისე ვიგრძენი ქართველი ხალხის ძალა და მხარდაჭერა"

AutoSharing Option
გუშინ, 7 იანვარს, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა NBA ALL-STAR-ის გამოკითხვის შუალედური შედეგები. სასიხარულოა, რომ ზაზა ფაჩულია რეალურ კანდიდატად იქცა - თუკი აქამდე ის გამოკითხვის შედეგებში საერთოდ არ ჩანდა, ახლა დასავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზეა 194 421 ხმით.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი თავად კალათბურთელმა სოციალურ ქსელში გააკეთა.

"ყოველთვის ვგრძნობ თქვენ თანადგომას, მაგრამ დღეს, როგორც არასდროს, ისე ვიგრძენი ქართველი ხალხის ძალა და მხარდაჭერა.

მადლობა ალბათ არ არის საკმარისი, რასაც თქვენ ჩემთვის აკეთებთ!

ვამაყობ,
რომ ვარ პატარა ქვეყნის შვილი, რომელსაც აქვს დიდი გული და მას საქართველო ჰქვია", - დაწერა ზაზამ.

აღსანიშნავია, რომ მე-13 პოზიციას იკავებს ფაჩულიას თანაგუნდელი, გერმანელი დირკ ნოვიცკი, რომელსაც ზაზაზე ორჯერ ნაკლები, 99 681 ხმა დაუგროვდა.

იხილეთ ინგლისური ვერსია - "I felt the power of Georgian people" - Zaza Pachulia moves to 8th place in NBA All-Star game poll
მკითხველის კომენტარები / 16 /
გიოს, აგერ ზაზას თვითონ სასაცილოდ ეჩვენება, რომ ნოვიტცკის უსწრებს....ხანდახან ობიექტურობა თვით მიზანზე მაღალია.. :)
gruzin
15:25 09-01-2016
0
ეეეე გრუზინ,მართლა გრუზინი ხარ,თუ რომელიმე ჩვენი მეზობელი ერის წარმომადგენელი,გულზე ლახვარივით რომ ესობათ ქართველების წარმატება.
გიო
08:33 09-01-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული