სატრანსფერო სიახლეები
ყველაზე კითხვადი სტატიები
არქივის კალენდარი
ზაზა ფაჩულია NBA ALL-STAR-ის გამოკითხვაში მერვე ადგილზე გადავიდა
22:55 07-01-2016
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა NBA ALL-STAR-ის გამოკითხვის შუალედური შედეგები.

სასიხარულოა, რომ ზაზა ფაჩულია რეალურ კანდიდატად იქცა - თუკი აქამდე ის გამოკითხვის შედეგებში საერთოდ არ ჩანდა, ახლა დასავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზეა 194 421 ხმით.

ფორვარდთა პირველი სამეული ასეთია:
1. კობი ბრაიანტი (ლეიკერსი) - 1 262 118
2. კევინ დურანტი (ოკლაჰომა) - 616 096
3. დრეიმონდ გრინი (გოლდენ სტეიტი) - 332 223

18 იანვრამდე საჭიროა, რომ ქართველი ცენტრი სამეულში მოხვდეს, რომ "ყველა ვარსკვლავის" მატჩში ითამაშოს.

წარმოგიდგენთ ხმის მიცემის რამდენიმე პროცედურას:
1) შედით ბმულზე: http://vote.nba.com/?iref=asv16_intlsearchbar&cid=asv16_intlsearchbar და
You must have Flash Player installed in order to see this player.
მხარი დაუჭირეთ საქართველოს ნაკრების კაპიტანსა და "დალას მავერიკსის" ერთ-ერთ ლიდერ ზაზა ფაჩულიას ნბა-ს ოლ სტარში მოსახვედრად.

თუ არ ხართ nba.com-ზე ექაუნთის მფლობელი, რეგისტრაცია გაიარეთ ბმულზე: https://secure.nba.com/membership/user/register/

2) ხმის მიცემა (დღეში ერთხელ) შესაძლებელი ფეისბუქიდან. ხმის მიცემის პროცედურა ამ შემთხვევაში უფრო მარტივია. სტატუსში ვწერთ #nbavote zaza pachulia და ვპოსტავთ.

3) შედიხართ საიტზე google.com. საძიებო სისტემაში ვწერთ nba vote mavs, რის შემდეგაც სისტემა მოძებნის "დალასის" შემადგენლობას. მოვნიშნავთ ზაზა ფაჩულიას და ვაჭერთ "submit vote". როგორც სხვა დანარჩენ შემთხვევებში, ხმის მიცემა აქაც შესაძლებელია დღეში ერთხელ.

4) ანალოგიური გზით ხმის მიცემა შეუძლიათ twitter-ის მომხმარებლებსაც.

იაქტიურეთ და მხარი დაუჭირეთ ზაზა ფაჩულიას!!!

იხილეთ ინგლისური ვერსია - "I felt the power of Georgian people" - Zaza Pachulia moves to 8th place in NBA All-Star game poll