dallasnews.com-ის ანალიტიკოსი: ფაჩულია იმაზე კარგი აღმოჩნდა, ვიდრე გვეგონა

AutoSharing Option
dallasnews.com-ის ანალიტიკოსს, ედი სეფკოს დაეკითხნენ, შეძლებს თუ არა ჯავეილ მაკგი, რომელსაც სეზონის წინ "მავერიკსის" სასტარტო ცენტრად განიხილავდნენ, ოდესმე სასტარტოში ადგილის დაბრუნებას.

- ჯავეილ მაკგი ამჟამად ჯანმრთელია. შეიძლება შეძლოს მან სასტარტოში ზაზა ფაჩულიას ამოგდება?
- ვერ წარმომიდგენია, ახლა როგორ შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ზაზა არ იმსახურებს სასტარტოს. ბიჭი ბრწყინვალედ თამაშობს.

ჯანმრთელი მაკგი სულ სხვა ყაიდის ცენტრია. გუნდში გვყავს როგორც მშრომელი ცენტრი ფაჩულია, ასევე ნიჭიერი ჰაი-ფლაერი მაკგი. გუნდები, რომელთაც ორივე ტიპის ცენტრი ჰყავთ, კონკურენტებზე წინ არიან.

- გამოდის, რომ მაკგი შესაძლოა, "დალასის"
X-ფაქტორი გახდეს?
- თავისუფლად შესაძლებელია, მას შეუძლია ის, რაც არავის სხვას გუნდში - ეფექტური ჩატენვები, დაფარებები - ის სერიოზული იარაღია "დალასის" სკამზე.

- როგორც ჩანს, წლევანდელი "დალასი" სიურპრიზებით აღსავსე გუნდია. მაინც რომელი სიურპრიზია უფრო დიდი?
- ალბათ, ფაჩულია, რომელიც იმაზე კარგი კალათბურთელი აღმოჩნდა, ვიდრე გვეგონა. ეს ჩემი ბრალიცაა - მთელი ცხოვრება დასავლეთ კონფერენციას ვაშუქებდი, ეს ბიჭი კი 12 წელიწადი აღმოსავლეთში თამაშობდა და თვალთახედვის არეალიდან გამომეპარა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული