NBA ALL-STAR 2016: მიეცით ხმა ზაზა ფაჩულიას!

AutoSharing Option
დღეს, 11 დეკემბერს სტარტი აიღო NBA-ს ALL-STAR-ის 2016 წლის გამოკითხვამ.

გამოკითხვის შედეგად დაკომპლექტდებიან ALL STAR-ის 2016 წლის გუნდები. გამოკითხვის შედეგები 18 იანვარს გახდება ცნობილი. აღმოსავლეთისა და დასავლეთის ვარსკვლავების გუნდების მონაწილეთა ვინაობა ოფიციალურ ტელეარხ TNT-ზე გამოცხადდება.

შუალედური შედეგები 24 დეკემბერს, 7 იანვარს და 14 იანვარს გამოცხადდება.

აღსანიშნავია, რომ ისტორიაში პირველად, NBA-ს ALL-STAR-ი აშშ-ის საზღვრებს მიღმა გაიმართება. აღმოსავლეთისა და დასავლეთის ვარსკვლავების მატჩი ტორონტოში 14 თებერვალს ჩატარდება.

ქართველ გულშემატკივარს "დალასისა" და საქართველოს ნაკრების ცენტრისთვის ზაზა ფაჩულიასთვის ხმის მიცემა ამ საიტზე შეუძლია. გაითვალისწინეთ, რომ ხმის
მისაცემად საჭიროა რეგისტრაცია, თუ უკვე არ ხართ რეგისტრირებული აღნიშნულ ვებგვერდზე. ხმის მიცემა შეგიძლიათ ყოველ 24 საათში ერთხელ.
მკითხველის კომენტარები / 11 /
ხმა კი მივეცი მაგრამ შედეგები ვერ გავიგე რას ნიშნავს ან რა რეიტინგი აქვს. გაიგეთ ვინმემ რა შანსი აქვს?
grisha
11:22 21-12-2015
0
ქვეყანაც ამერიკა მივუთითე და ზიპ კოდიც იქაური, სხვანაირად ვერ დავრეგისტრირდი
ზვიადი
10:15 12-12-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული