ფაჩულია დაჩაგრეს! - ამერიკული მედია ზაზას ბოლო თამაშზე

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიას "დალას მავერიკსმა" 83:86 დათმო სტუმრად "სან ანტონიოსთან", ქართველმა ცენტრფორვარდმა კი ორმაგი დუბლების 4-მატჩიანი სერია შეწყვიტა.

აი, რას წერს rotoworld.com ზაზას თამაშზე:

"ზაზა ფაჩულიამ თამაშის დასაწყისშივე მიიღო პერსონალური ფოლები და ვერაფრით შეძლო თავის წარმოჩენა. მან მატჩი 21 წუთში სულ რაღაც 4 ქულითა და 1 დაკარგვით დაასრულა.

ამ საღამოს ფაჩულიას არ ჰქონდა არც ერთი მოხსნა, პასი და დაფარება. ეს, რა თქმა უნდა, მისი უარესი თამაშია სეზონში. "დალასის" ცენტრმა ჯეივილ მაკგიმ 16 წუთი ითამაშა
"სან ანტონიოსთან", მაგრამ ეს არ იყო ზაზას ცუდი თამაშის მიზეზი, უფრო შედეგი გახლდათ.

ზაზამ 4-მატჩიანი ორმაგი დუბლების სერია შეწყვიტა, რომლის განახლებასაც 26 ნოემბერს, შინ "დენვერთან" შეეცდება.

mavsmoneyball.com "სან ანტონიოსთან" მარცხის 6 მიზეზზე საუბრობს, რომელთაგანაც ერთი ზაზას ცუდი თამაშია.

"ზაზას უცუდესი საღამო "დალასის" მაისურით - მან თავადვე ჩაიგდო თავი გასაჭირში თავიდანვე, როცა ორჯერ დაჯარიმდა. სულ მოედანზე სადღაც 20 წუთი გაატარა და არც ეს 20 წუთი იყო ეფექტიანი. ოთხი ქულა და არც ერთი მოხსნა ამაზე მეტყველებს. ზაზა ლამარკუს ოლდრიჯმა და ტიმ დანკანმა დაჩაგრეს", - წერს გამოცემა.

აღსანიშნავია, რომ მისმა კონკურენტმა გუნდში მაკგიმ 16 წუთში 9 ქულა და 6 მოხსნა გააკეთა და შექებაც დაიმსახურა.

ამ ჩავარდნის გამო ზაზას საშუალო მაჩვენებელი 10-მოხსნიან ზღვარს ჩამოსცდა - ჩვენებური მატჩში საშუალოდ 10,4 ქულას და 9,4 მოხსნას აკეთებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული