გიორგი ცინცაძის 12 ქულა და გამარჯვება საფრანგეთის ჩემპიონატის სადებიუტო მატჩში

AutoSharing Option
საფრანგეთის უმაღლეს დივიზიონში გიორგი ცინცაძის შედეგიანი დებიუტი შედგა. ქართველი გამთამაშებლის გუნდმა "გრავლინმა" პირველი ტურის მატჩში "რუანს" უმასპინძლა და საკმაოდ იოლად ანგარიშით 89:67 დაამარცხა, რაშიც ცინცაძეს არცთუ მოკრძალებული წვლილი მიუძღვის.

საქართველოს ნაკრების გამთამაშებელი გრავლინელთა სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა. ის სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო თამაშში და მოედანზე გატარებულ 16 წუთში 12 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა.

ცინცაძე საკმაოდ მაღლი პროცენტულობით ესროდა: 4-დან 3 ორქულიანი და 3-დან 2 სამიანი ჩააგდო. გამარჯვებულთაგან 19-19 ქულით ენდრიუ ალბისი და
სტივ გრეი გამოირჩნენ, მარკუს დავის ანგარიშზე კი 18 დაგროვდა.

საფრანგეთის ჩემპიონატის მეორე ტურში, 6 ოქტომბერს "გრავლინი" სტუმრად "ნანსის" გაეჯიბრება.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული