"ლოს ანჯელეს კლიპერსმა" ნიკა ცქტიშვილის დამატებაზე უარი თქვა

AutoSharing Option
"ლოს ანჯელეს კლიპერსმა" ქართველი კალათბურთელის ნიკა ცქტიშვილის დამატებაზე უარი თქვა, იტყობინება NBA-ს ოფიციალური ვებ-გვერდი.

შეგახსენებთ, რომ "კლიპერსმა" ცქიტიშვილთან არაგანტირებული კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვით ქართველ აკალთბურთელს საგამოფენო მატჩებში უნდა მიეღო მონაწილოება, რის შემდეგაც "კლიპერსი" მისი დატოვების ან გაშვების გადაწყვეტილება მიიღებდა.

თუმცა NBA-ს ვებ-გვერდის ცნობით ცქიტიშვილი არც საგამოფენო შეხვედრებში მიიღებს მონაწილოებას.

ცქიტიშვილს NBA-ში 172 მატჩი აქვს ნათამაშები (11.3 წუთი, 2,9 ქულა, 1.7 მოხსნა). მან ამერიკის შემდეგ კარიერა ევროპაში გააგრძელა და ითამაშა ესპანეთში, იტალიაში, ამის შემდეგ ირანში, ბოლოს ცქიტიშვილი ლიბანის ლიგაში ასპარეზობდა.