ზაზა ფაჩულიას მორიგი პირადი რეკორდი და გამარჯვება "ჩიკაგოსთან"

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულის "მილუოკიმ" "ჩიკაგოს" საპლეიოფო მატჩი მოუგო და სერიაში ჩამორჩენა შეამცირა.

მილუოკელებმა დრამატულ მატჩში სძლიეს ჩიკაგოელებს და თავიდან მშრალი ანგარიშით წაგება აირიდეს. სერიის მეოთხე მატჩის შემდეგ საერთო ანგარიში 1:3 გახდა.

ზაზა ფაჩულიამ ამ მატჩში პირადი რეკორდი დაამყარა. ქართველმა ცენტრმა ნბა-ს 12-წლიან კარიერაში ყველაზე მეტი ჩაჭრა სწორედ "ჩიკაგოსთან" დღევანდელ მატჩში მიითვალა. ზაზამ 8 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა, თუმცა ყველაზე გამორჩეული მისი 6 ჩაჭრა გახლდათ.

მილუოკელებმა შეხვედრა ბოლო წამზე მოიგეს. შეხვედრის დასრულებამდე 0,8 წამით ადრე ჯარედ დადლიმ ბურთი გვერდითა
ხაზიდან შემოიტანა, რომელიც ჯერიდ ბეილისიმ ფარქვეშ მიიღო და მყისიერად ფარში მიუჩინა ადგილი - 92:90 და "მილუოკი" ბრძოლას აგრძელებს.

სერიის მორიგი მატჩი 27 აპრილს ჩიკაგოში გაიმართება.

წყარო: gbf.ge

მკითხველის კომენტარები / 6 /
ჩიკაგოსთან ვისაც ეს სტატისტიკა არ მოგწონთ ან გულღრძოები ხართ, ან უვიცები; მიდი ზაზა, მაგარი ხარ
marco pane
11:17 27-04-2015
0
მიდი ზაზა 3 მოგებაც და ეგაა!
Walkabout
10:21 27-04-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული