ზაზა ფაჩულია "ჩიკაგოსთან" მატჩში ჩხუბისთვის გააძევეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
NBA-ს პლეი ოფის პირველი წრის მეორე მატჩში ზაზა ფაჩულიას "მილუოკი" "ჩიკაგოს" ესტუმრა და 82:91 დამარცხდა. ამ შეხვედრაში ქართველი ცენტრი მოედნიდან გააძევეს.

ორი მატჩის შემდეგ "ჩიკაგო" 2:0 ლიდერობს, "მილუოკის" კი, შესაძლოა, კიდევ უფრო გაუჭირდეს, რადგან ფაჩულიას დისკვალიფიკაციაც ელის.

ბოლო მეოთხედში ფარიდან ასხლეტილი ბურთისთვის ბრძოლაში ზაზამ იდაყვი უთავაზა "ჩიკაგოს" ესპანელ კალათბურთელ ნიკოლა მიროტიჩს და პირველი ტექნიკური ჯარიმა მიიღო.

ერთ წუთში მეორე ეპიზოდი მოხდა ამ კალათბურთელების მონაწილეობით, როცა მიროტიჩმა აშკარად პროვოკაციაზე წამოაგო ჩვენებური და მათ შორის ლამის ხელჩართული ჩხუბი გაიმართა. ზაზამ მეორე ტექნიკური
ჯარიმა მიიღო და ის მოედნიდან გააძევეს. მიროტიჩმა ამ ეპიზოდში ტექნიკური მიიღო, მაგრამ ის არ გაუძევებიათ, რადგან მისთვის ეს პირველი შენიშვნა იყო.

ნიკოლა მიროტიჩი 24 წლის მძიმე ფორვარდია, რომელიც წარმოშობით ჩერნოგორიელია.

სხვათა შორის, მეორე მეოთხედში "მილუოკის" და "ჩიკაგოს" კალათბურთელებს შორის მცირე ჩხუბი მოხდა, თუმცა იმ ეპიზოდში ფაჩულია არ მონაწილეობდა.

გაძევებამდე ფაჩულიას ანგარიშზე 7 ქულა და 6 მოხსნა იყო.

"ვფიქრობ, ზაზას დღეს რამდენიმე ცუდი მოქმედება ჰქონდა და აქ თამაშს არ ვგულისხმობ. ის ტექნიკურებით დაისაჯა, მაგრამ მსაჯების საქმეც ესაა, მათ მოთამაშეები უნდა დაიცვან", - განაცხადა მიტროვიჩის თანაგუნდელმა და თანამემამულე პაუ გასოლმა.

"ჩიკაგო" აცხადებს, რომ მიტროვიჩს ოთხთავა კუნთი და მუხლი აქვს დაზიანებული.

ასევე იხილეთ:
შენგელია დიდ ბასკურ ჩხუბში - თორნიკემ ორი მეტოქე გალახა [VIDEO+PHOTO]

ლებრონ ჯეიმსს გაუმართლა, ზაზა ფაჩულიას რომ გადაურჩა! [VIDEO]
ზაზა ფაჩულიამ და ჯეისონ რიჩარდსონმა იჩხუბეს [+VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 4 /
მიტროვიჩი - ტიპიური ბალკანელი ....პროვოკატორი.
trojan
15:34 29-04-2015
0
განაცხადა მიტროვიჩის თანაგუნდელმა და თანამემამულე პაუ გასოლმა.-საინტერესოა
ზვიადი
17:55 21-04-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული