ცსკა-ს მწვრთნელმა მანუჩარ მარკოიშვილი ევროლიგის მატჩის განაცხადში არ შეიყვანა

AutoSharing Option
მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა-მ ევროლიგის მორიგი მატჩი ნიჟნი ნოვგოროდში, დაძაბულ ბრძოლაში მოიგო, თუმცა ქართველი უკანახაზელის დაუხმარებლად. მარკოიშვილი მწვრთნელმა განაცხადში არ შეიყვანა.

შეხვედრა დაძაბული გამოდგა და მისი ბედი ბოლო წუთებზე გადაწყდა. მოსკოველები აგებდნენ, თუმცა მესამე მეოთხედი 25:7 მოიგეს და ბოლო პერიოდში გამარჯვებამდეც მივიდნენ - 86:82.

ცსკა ჯგუფში მეორე ადგილზეა და პლეი ოფში გასვლაც განაღდებული აქვს. მოსკოვური გუნდი მომდევნო მატჩს 3 აპრილს, შინ, ერთ-ერთ უმთავრეს კონკურენტ პირეოსის "ოლიმპიაკოსთან" ჩაატარებს.

წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული