თორნიკე შენგელიას კალათბურთის თამაში აუკრძალეს... დროებით

AutoSharing Option
ესპანურმა საკალათბურთო ლიგამ, ACB-მ თორნიკე შენგელიას დასჯასთან დაკავშირებით წინასწარი გადაწყვეტილება მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში, ბასკური დერბის ბოლოს "ბილბაოს" კალათბურთელ დეიან ტოდოროვიჩსა და "ბასკონიას" ქართველ ლეგიონერ თორნიკე შენგელიას შორის ჩხუბი გუნდი-გუნდზე დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ინციდენტის მოთავე კალათბურთელებმა ბოდიში კი მოიხადეს საჯაროდ, მაგრამ სანქციებს რომ ვერ გაექცეოდნენ, ცხადი იყო.

ესპანურმა ლიგამ გადაწყვიტა, შენგელიას და ტოდოროვიჩს დროებით, საქმის გამოძიებამდე, მიეცეთ დისკვალიფიკაცია. ორივე კალათბურთელს 10 დღის ვადა აქვს გადაწყვეტილების გაპროტესტებისთვის.
მკითხველის კომენტარები / 4 /
მიდი თოკო მიაწექი ერთი მაგათი დედაც............
tolo
09:02 08-03-2015
0
ასეთი პროვოკაციის მსხვერპლი ყველა თავმოყვარე შეიძლება გახდეს. სათამაშო სიტუაციაში ჩვეულებრივი ჯარიმა, პროვოკატორმა მასობრვ ჩხუბში გადაზარდა. ოდალა-ს ის უფრო სასიამოვნო იქნებოდა, ტორნიკეს პროვოკატორისთვის ეგრევე ბოდიში რომ მოეხადა?
geronti
23:37 06-03-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული