ზაზა ფაჩულიას 8 ქულა, 7 მოხსნა და დასანანი მარცხი ლოს ანჯელესში

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიას "მილუოკი ბასქმა" ლოს ანჯელესში "ლეიკერსთან" 93:106 წააგო. "ხარირმები" ბოლო პერიოდის წინ 71:65 იგებდნენ და თითქოს მოგებასთანაც ახლო იყვნენ, თუმცა დასკვნით მეოთხედში მასპინძლებმა დიდებულად ითამაშეს და 12-წუთეულის 36:21 მოგებით გამარჯვება გაინაღდეს.

არადა, რომ გაემარჯვა, "მილუოკი" აღმოსავლეთ კონფერენციის ცხრილში მე-5 ადგილზე მყოფ "ვაშინგტონს" ასწრებდა. ფაჩულიას გუნდს ახლა 32 მოგების წილ 26 მარცხი აქვს და ოდნავ ჩამორჩება დედაქალაქელებს.

"ლეიკერსთან" მატჩში ფაჩულიამ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე გატარებულ 25 წუთში 8 ქულა, 7 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა ცენტრმა
6-დან 2 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, 2 პერსონალური მიიღო და ბურთი არ დაუკარგავს. მილუოკელთაგან საუკეთესო ერსან ილიასოვამ 17 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა.

დასავლური ტურნეს მომდევნო გაჩერება იუტაშია, სადაც 1 მარტს მილუოკელები ადგილობრივ "ჯაზმენებს" დაუპირისპირდებიან.

წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული