ცქიტიშვილის ფანტასტიკური შედეგი: 50 წუთი, 52 ქულა და 22 მოხსნა!

AutoSharing Option
ნიკოლოზ ცქიტიშვილის ფანტასტიკური შედეგი ლიბანის ჩემპიონატში.

"ჩემპვილის" ქართველმა ფორვარდმა, რომელმაც 1 თვის წინ 41 ქულა დააგროვა, ეს შედეგი მთელი 11 ქულით გააუმჯობესა. მისი გუნდი ლიბანის ჩემპიონატის მე-8 ტურის გამოტოვებულ მატჩში გათამაშების ლიდერ "საგესს" შეხვდა და 2-ოვერტაიმიად, დაძაბულ მატჩში 138:130 დაამარცხა.

ჩემპვილელთა ქართველმა ლეგიონერმა შეუცვლელად - 50 წუთი ითამაშა და 52 ქულა, 22 მოხსნა, 3 პასი, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.

ცქიტიშვილის მარგი ქმედების კოეფიციენტიც ფანტასტიკური იყო და 73 ერთეული შეადგინა. ესეთი შედეგი არათუ მიმდინარე სეზონში, წლებია, ლიბანის ჩემპიონატში არ
დაფიქსირებულა.

52 ქულა ცქიტიშვილმა შემდეგნაირად მოაგროვა: 19-დან 18 ორქულიანი(!), 10-დან 4 სამიანი და 7-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.

ცქიტიშვილზე მეტი - 74 ქულა ჩააგდო "საგესის" ამერიკელმა ლეგიონერმა ტერელ სტოგლინმა, თუმცა მარგი ქმედების კოეფიციენტით ქართველს ვერ აჯობა. სტოგლინის გამაერთიანებელმა შედეგმა 67 ერთეული შეადგინა, რადგან მას სხვა სტატისტიკური მაჩვენებლები არ ჰქონდა ცქიტიშვილის დარად ბევრი და ჩაგდებული სროლებიც პროცენტულობაც გაცილებით დაბალი ჰქონდა.

4 მოგებით და ამდენივე მარცხით "ჩემპვილი" მე-4 ადგილზე გადავიდა, ხოლო "საგესი" 7 მოგებითა და 2 წაგებით მეორე ადგილზე დაქვეითდა. ცქიტიშვილის გუნდი მორიგ მატჩს 7 თებერვალს, სტუმრად "ჰომენემთან" გამართავს.

წყარო: gbf.ge

მკითხველის კომენტარები / 12 /
სასაცილოა ჩვენი ამბავი უკვე. კაცს ლიბანში ლამისაა ძეგლი დაუდგან და აქ ვბჭობთ ნაკრებში უნდა იყოს თუ არა! აზიაში ჩინეთის მერე საუკეთესო ჩემპიონატია, ამერიკის მერე ყველაზე დიდი ანაზღაურებები მოდის ჩინეთში და ლიბანში. ცინცაძემაც ითამაშა ამ ჩემპიონატში მაგრამ არ მახსენდება 17-18 ქულაზე მეტი გაეკეთებინოს მითუმეტეს, რომ საკმაოდ ძლიერი კალათბურთელია. და როცა შენ წინ გაქვს საქართველოს ჩემპიონატი სადაც გუნდებს ფორმების უქონლობის გამო ხსნიან სხვისი ჩემპიონატის დონეზე არ უნდა ისაუბრო თუ პირადი ინტერესი არ გაქვს ვინმეს დამცირების!
tornike
11:17 04-02-2015
0
mamulo-NBA-შიც არის ხოლმე ეგეთი ანგარიშები და რა გინდა თქვა , რომ დაბალი დონეა? 2 ოვერტაიმი ითამაშეს და მაგხელა ქულები თუ აქვთ იმაზე მეტყველებს, რომ გუნდის ლიდერია 50 წუთი თამაში შეუძლია და უმაღლესი პროცენტულობით ესროლა
tornike
11:12 04-02-2015
0

სიახლეები პოპულარული