ქართული კალათბურთი
ლეგიონერები
14:06 27-11-2014
მანუჩარ მარკოიშვილი გამოჯანმრთელდა და "მაკაბისთან" ითამაშებს
AutoSharing Option
Yes
No
ცსკა-ს ქართველი კალათბურთელი მანუჩარ მარკოიშვილი ევროლიგაზე "მაკაბთან" თამაშს შეძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ მარკოიშვილს მუხლის ტრავმა ჰქონდა, რომლის გამო 5 კვირა გამოტოვა.
25 ნოემბერს მანუჩარმა ვარჯიშები განაახლა, ხოლო 26 ნოემბერს გუნდთან ერთად ისრაელში გაემგზავრა.
"მაკაბისა" და ცსკა-ს შორის მატჩი 27 ნოემბერს, 22:00 საათზე გაიმართება.
ავტორი :
თენგო ოყუჯავა