დუდა სანაძე გამარჯვებითა და 13 ქულით დაბრუნდა

AutoSharing Option
დუდა სანაძეს ფეხის ტრავმის გამო მცირე დრო გაუცდა და მოედანს "ვესტერნ მიჩიგანთან" მატჩში დაუბრუნდა. თანაბარ ბრძოლაში გამარჯვება სანაძის "სან დიეგოს" დარჩა - 77:70.

დუდამ დროსთან შეფარდებით საკმარისად შედეგიანად ითამაშა. მისი სტატისტიკა ასეთი იყო: 19 წუთი, 13 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი. სროლის სიზუსტესაც დავაკონკრეტებთ - 7-დან 4 ორქულიანი, 9-დან 5 საჯარიმო.

მორაგბეთა ნაკრებისა არ იყოს, "სან დიეგო" კოლეჯების ლიგის გუნდებთან სარეიტინგო შეხვედრებს მართავს. მომდევნო ტესტი 28 ნოემბერს, "ქსავიერთან" ელის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული