"ბუ" "ვეფხ­ვებ­ში" - გი­ორ­გი ცინ­ცა­ძე "დო­ნეც­კ­ში" გა­დას­ვ­ლას­თან ახ­ლო­საა

AutoSharing Option
სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის კა­ლათ­ბურ­თელ­თა­გან რამ­დე­ნი­მე ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე თა­მა­ში­სას უკ­ლუ­ბოდ იყო, მათ შო­რის, პლე­ი­მე­ი­ქე­რი გი­ორ­გი ცინ­ცა­ძე, რო­მელ­ზეც თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რებ­ში სა­უ­კე­თე­სო ციკ­ლი ჰქონ­და.

თა­ვად გან­სა­ჯეთ: სა­შუ­ა­ლოდ 14.4 ქუ­ლა­სა და 6.8 პასს აგ­რო­ვებ­და. შე­დე­გი­ა­ნი გა­და­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, "ბუ" (ცინ­ცა­ძის მეტ­სა­ხე­ლი) ევ­რო­ბას­კე­ტის მო­ნა­წი­ლე 24 გუნ­დის კა­ლათ­ბურ­თელ­თა შო­რის მე­ო­რეა და ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა, შე­ჯიბ­რე­ბის დას­რუ­ლე­ბამ­დე ვინ­მემ გა­და­ას­წ­როს.

პა­სებ­ში პირ­ვე­ლია გერ­მა­ნე­ლი შა­ფარ­ცი­კი, სა­შუ­ა­ლოდ 6.8.

ცინ­ცა­ძე შარ­შან უკ­რა­ი­ნულ "ბუ­დი­ველ­ნიკ­ში" გა­მო­დი­ო­და, თუმ­ცა ახა­ლი სე­ზო­ნის­თ­ვის მთა­ვარ­მა მწვრთნელ­მა აინარს ბა­გაც­კის­მა აღარ და­უ­ძა­ხა. არა­და, გი­ორ­გი გუნ­დის ლი­დე­რი იყო და დი­დი
რო­ლი ითა­მა­შა "ბუ­დი­ველ­ნი­კის" გა­ჩემ­პი­ო­ნე­ბა­ში. წლე­ულს ეს კლუ­ბი ევ­რო­ლი­გა­ში თა­მა­შობს და დარ­წ­მუ­ნე­ბით შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ ცინ­ცა­ძე დი­დად და­ეხ­მა­რე­ბო­და, მაგ­რამ...

რო­გორც თა­ვად გი­ორ­გიმ გვითხ­რა, ახ­ლო­საა "დო­ნეც­კ­ში" გა­დას­ვ­ლას­თან. შე­სა­ბა­მი­სად, ქარ­თ­ველ გამ­თა­მა­შე­ბელს წლე­ულს კი­დევ მი­ე­ცე­მა "ბუ­დი­ველ­ნი­კის" მწვრთნე­ლის­თ­ვის სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის დამ­ტ­კი­ცე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა.

"დო­ნეც­კე­ლი ვეფხ­ვე­ბი" უკ­რა­ი­ნის ჩემ­პი­ო­ნა­ტის გა­სულ გა­თა­მა­შე­ბა­ში პირ­ვე­ლო­ბის­თ­ვის ბრძო­ლას მე­ოთხედ­ფი­ნა­ლი­დან გა­მო­ე­თიშ­ნენ და წლე­ულს ძვე­ლი პო­ზი­ცი­ე­ბის დაბ­რუ­ნე­ბას აპი­რე­ბენ. უკ­რა­ი­ნის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ახა­ლი წე­სე­ბის თა­ნახ­მად, თუ რო­მე­ლი­მე გუნ­დი "ვი­თი­ბი ლი­გა­ზე" თა­მაშს გა­დაწყ­ვეტს, ევ­რო­თა­სებ­ზე გა­მოს­ვ­ლის უფ­ლე­ბა აღარ აქვს. "დო­ნეც­კი" სწო­რედ "ვი­თი­ბი­ზე" იას­პა­რე­ზებს, რაც ცინ­ცა­ძის­თ­ვის დი­დი გა­მოწ­ვე­ვა იქ­ნე­ბა.

ბო­ლოს შე­გახ­სე­ნებთ, რომ "ბუ" დო­ნეც­კურ კლუბ­ში 2009-10 წლებ­შიც თა­მა­შობ­და: "ვეფხ­ვებ­ში" დე­კემ­ბერ­ში ჩა­ი­რიცხა და იან­ვარ­ში გუნდს და­ემ­შ­ვი­დო­ბა. მი­ზე­ზი კლუ­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლე­ბის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა იყო, რომ­ლებ­მაც ბი­უ­ჯე­ტის სეკ­ვეს­ტ­რის მო­მი­ზე­ზე­ბით ყვე­ლა ლე­გი­ო­ნე­რი და­ითხო­ვეს.

ევ­რო­ჩე­ლენ­ჯის გა­თა­მა­შე­ბა­ში "დო­ნეც­კის" მა­ი­სუ­რით ცინ­ცა­ძე სა­შუ­ა­ლოდ 4.5 შე­დე­გი­ან გა­და­ცე­მას აგ­რო­ვებ­და.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
უკეთეს გუნდში გადავა დიდი იმედი მაქ იმსახურებს ძალიან დინჯი და კლასნი გამთამაშებელია რაც დაამტკიცა ამ ევროპაზე დიდი იმედი მაქ ბევრად უკეთეს გუნდში გადავა
gaga
14:32 13-09-2013
0
სად იყურებიან ევროპელები."ბუ"-მ ევრობასკეტზე ძალიან კარგი კუთხით წარმოაჩინა თავი,მაგრამ ქართველები მუდამ უპატრონოები არიან.ეს ბიჭი არ გააფუჭონ "ჭ'კლასის გუნდებში და ლიგებში ნარბენი.
vaxvax
13:59 13-09-2013
0

სიახლეები პოპულარული