Bleacher Report: ზაზა ფაჩულია იმავე ნიშას დაიკავებს გუნდში, თუმცა პასებს მოუმატებს

AutoSharing Option
Bleacher Report-მა "გოლდენ სტეიტ უორიორსის" ყველა საზაფხულო ტრანსფერი ცალ-ცალკე შეაფასა. გთავაზობთ, იმ თავს, რომელიც ზაზა ფაჩულიას ჩემპიონ გუნდში დაბრუნებას ეხება:

"როცა მის ირგვლივ "უორიორსის" ვარსკვლავები ჯადოსნურად დაფრინავენ, ვეტერანი ცენტრი ხაზებს შორის კომუნიკაციას ადუღაბებს. ის ყველა ამ ოპერაციის კუნთია, ზაზა ყველაზე მეტად მოხსნებში (11,6 მოხსნა ყოველ 36 წუთში) და "სქრინების" დაყენებაში (6,9 სქრინი ყოველ 36 წუთში, ლიგაში მესამე შედეგი) ყოჩაღობს.

ფაჩულია თავისი ახალი 3,5-მილიონიანი კონტრაქტით გუნდში იმავე ნიშას დაიკავებს. უნდა ველოდოთ, რომ მოიმატებს მისი შედეგიანი პასები, რადგან ზაზა გუნდს უკვე კარგად
გაუშინაურდა.

მისი კონტრაქტი ნორმალურია, შარშანდელი 2,8 მილიონი ნამდვილი ძარცვა იყო კალათბურთელის. ის, რომ 33 წლისაა არ არის დიდი პრობლემა, რადგან ზაზას ძლიერი მხარე არასოდეს ყოფილა ათლეტიზმი.

მიუხედავად ამისა, ჩვენ ზაზას დაბრუნება, "გოლდენ სტეიტის" ქმედებებს შორის ბოლო ადგილზე გავიყვანეთ. იმის გათვალისწინებით, რომ თავისუფალ აგენტთა ბაზარაზე უკეთესი ცენტრებიც იყვნენ, უკეთესი სროლითა და ფარის დაცვით.

***
"გოლდენ სტეიტ უორიორსის" ახალწვეული ჯორდან ბელი ამბობს, რომ დიდ დროს უთმობს იმ თანაგუნდელების თამაშის შესწავლას, რომლებიც "მის" პოზიციაზე თამაშობენ:

"ახლახან კიდევ ერთხელ ვუყურე ფილმს, სადაც დრეიმონდის, ჯაველ მაკგისა და ზაზა ფაჩულიას თამაშის ეპიზოდებია ჩაწერილი. ეს ის ხალხია, რომლებიც ჩემ პოზიციაზე თამაშობენ. მე ძალიან ბევრი კლიპი ვნახე მათი შესრულებით, განსაკუთრებით კი დრეიმონდის მონაწილეობით", - უთხრა Bleacher Report-ს ბელმა.

***
ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი ვის ერგება გუნდში ზაზა ფაჩულიას შემცვლელის როლი. გასულ სეზონში ამას ჯაველ მაკგი აკეთებდა. bluemanhoop.com-ის აზრით, ეს როლი შეიძლება დემიენ ჯონსმა იკისროს, რომელიც უფრო ნამდვილი ცენტრფორვარდია, ვიდრე ჯორდან ბელი, ვინც უფრო უნივერსალური მოთამაშეა დრეიმონდ გრინივით.

***
იგივე გამოცემა აკეთებს პროგნოზს მომავალ რეგულარულ სეზონზე: "გოლდენ სტეიტი" მომდევნო სეზონს სავარაუდოდ 70-12 ბალანსით დაასრულებს და NBA-ს ისტორიაში პირველი გუნდი გახდება, რომელსაც ორი 70+ გამარჯვება ექნება სეზონში.

***
csnchicago.com-მ განიხილა "უორიორსის" ყველა კონკურენტი გუნდი, რომელს შეიძლება ჰქონდეს შანსი პლეი ოფში ჩემპიონის დამარცხების. გამოცემის დასკვნით, ასეთი გუნდი არც ერთია, არც "სან ანტონიო" და არც ფინალისტი "კლივლენდი", არც პოლის მისვლით გაძლიერებული "ჰიუსტონი".

***
nbcsports.com NBA-ს კლუბების რეიტინგებს გვთავაზობს საზაფხულო ცვლილებების გათვალისწინებით. "გოლდენ სტეიტი", რა თქმა უნდა, პირველ ადგილზეა.

"NBA-ს საუკეთესო გუნდი საუკეთესო იყო სატრანსფერო ბაზარზეც. კევინ დურანტმა თავისი კონტრაქტის მაქსიმუმს სეზონში 9,5 მილიონი დოლარი დააკლო. რის ხარჯზეც კლუბმა ანდრე იგუოდალა, შონ ლივინგსტონი და ზაზა ფაჩულია შეინარჩუნა. პლუს გუნდმა რამდენიმე ჭკვიანური ნაბიჯი გადადგა ახალი კალათბურთელების დასამატებლად.

აი, ეს არის გუნდი, რომლის დამარცხებაც დიდი გამოწვევაა, მაგრამ თუ "უორიორსის" ვარსკვლავები ჯანზე იქნებიან, ეს გამოწვევა მხოლოდ ფორმალობაა, მათი დამარცხება შეუძლებელია", - წერს საიტი.
მკითხველის კომენტარები / 3 /
2,3 მილიონიანი კონტრაქტი მისცეს ვესტს.
ლადო
10:02 21-07-2017
0
რა 5.5 მილიონი?? ვესტი საერთოდ თავის დანებებას აპირებდა და ვეტერანის მინიმუმზე დარჩა
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული