რა მსხვერპლზე წავიდა "გოლდენ სტეიტი", რომ ზაზა ფაჩულიასთან კონტრაქტი გაეფორმებინა

AutoSharing Option
The Mercury News ჩვენთვის საკმაოდ საინტერესო ცნობას აქვეყნებს ზაზა ფაჩულიას კონტრაქტთან დაკავშირებით.

მოგეხსენებათ, ქართველი ცენტრი დათანხმდა NBA-ს ჩემპიონის შემოთავაზებას და კიდევ ერთი წლით დარჩა ოკლენდში.

ზაზა თავისუფალი აგენტი იყო და კლუბმა გამოიყენა ის, რომ ლარი ბერდის წესი არ მოქმედებს მასზე და ქართველს შარშანდელ კონტრაქტზე 20%-ით უკეთესი გაუფორმა - 2017/18 წლების სეზონში ზაზა 3,5 მილიონ დოლარს მიიღებს.

როგორც ხედავთ, როგორც შარშან, ფაჩულიამ ამჯერადაც იმაზე წამგებიანი კონტრაქტი გააფორმა, ვიდრე მისი შესაძლებლობების ცენტრს შეუძლია NBA-ში.

თუმცა "გოლდენ სტეიტს" ეს კონტრაქტი გაცილებით ძვირი უჯდება -
რადგან კლუბმა დიდი ხანია გადააჭარბა მითითებულ ბიუჯეტს და ახლა მისი კალათბურთელების კონტრაქტები ე. წ. ფუფუნების გადასახადის ნიხრით იბეგრება.

გამოცემის ცნობით, ზაზა ფაჩულიას 3,5-მილიონიანი კონტრაქტი "გოლდენ სტეიტს" გადასახდელებისა და ჯარიმების შემდეგ, ჯამში 12,4 მილიონი დოლარი უჯდება. ეს კი სამ-ნახევარჯერ მეტია.
ასევე დაგაინტერესებთ