სატრანსფერო სიახლეები
არქივის კალენდარი
ზაზა ფაჩულია და "უორიორსის" კალათბურთელები ჩემპიონობას ლას ვეგასში ზეიმობენ [PHOTO]
14:24 19-06-2017
ბოლო სამ სეზონში NBA-ს ტიტულის მეორედ მოგებისა და ოკლენდში გამართული საჩემპიონო აღლუმის შემდეგ "გოლდენ სტეიტის" კალათბურთელებისთვის გართობის დრო დადგა - გუნდი ლას ვეგასში გაემგზავრა.

"უორიორსთან" ერთად ლას ვეგასში კლუბის მფლობელები ჯო ლეიკობი და პიტერ გაბერი გაემგზავრნენ. გუნდი ლას ვეგასში კერძო თვითმფრინავით გადაფრინდა.

მოთამაშეთა შორის, რომლებიც ლას ვეგასში გაფრინდნენ, არიან ზაზა ფაჩულია, დრეიმონდ გრინი, კლეი ტომპსონი, კევინ დურანტი და სხვები...

კალათბურთელებმა მოიარეს კაზინო, ღამის კლუბი, ბიჩკლუბი. მათ აჩუქეს ბოთლები, რომლებზეც მათი გვარებია ამოტვიფრული. "უორიორსის" კალათბურთელებს შეხვდა რეპერი G-Eazy.

შაბათ საღამოს ისინი ლას ვეგასში პროფესიული კრივის მატჩსაც დაესწრნენ. საღამოს კი ისინი წვეულებაში დაპატიჟეს. მოკლედ, ჩემპიონები ჩემპიონურად ერთობიან.

Sportall.Ge
ასე დახვდნენ "უორიორსის" კალათბურთელებს

Sportall.Ge
ვისკის ბოთლები საჩუქრად "უორიორსის" კალათბურთელებს

Sportall.Ge
საღამოს, წვეულებაზე...
Joni
15:22 20-06-2017
Zaza tu ara, sxva vin imsaxurens dasvenebas da yvelanair siketes? ixaros man da misma ojaxma da mudam warmatebeni jqondet mat....
მერაბი გ.
11:13 20-06-2017
ეტყობა გამომრჩა, არ დამზარდეთ და გამანათლეთ - ნბა-ში წლეულს ვინ გახდა რეგულარულის MVP?